პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პოლონეთში თავის პოლონელ კოლეგას, სეიმის ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების კომიტეტის თავმჯდომარეს, მირონ სიჩს შეხვდა
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 19:21

საპარლამენტო დელეგაციის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავის პოლონელ კოლეგას, სეიმის ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების კომიტეტის თავმჯდომარეს, მირონ სიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარლამენტის კომიტეტების თანამშრომლობის და კომუნიკაციის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
„საინტერესო შეხვედრა გაიმართა ბატონ მირონ სიჩთან, რომელიც ძირითადად ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმების გაცნობას დაეთმო. პოლონელ კოლეგას ჩვენი კომიტეტის მუშაობის სპეციფიკა გავაცანით და მისი მხრიდანაც მოვისმინეთ ინფორმაცია, რომელიც პოლონეთში ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების საკითხზე არსებობს. პოლონელმა დეპუტატმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, რათა გარდამავალ ეტაპზე მომზადებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს ადგილზე გაეცნოს. შევთანხმდით, რომ ჩვენი კომიტეტები კიდევ უფრო დაახლოვდებიან და მიმდინარე წელს გაცვლითი შეხვედრებიც დავგეგმეთ, რაც კომუნიკაციის გაზრდის და გამოცდილებების გაზიარების საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 22:05
 
modules