|
პარლამენტის აპარატის უფროსის, ზურაბ მარაქველიძის და პოლონეთის სენატის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ევა პოლკოვსკას შეხვედრა |
|
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 19:39 |
|

სამომავლო თანამშრომლობის და ურთიერთხელსაყრელი ფორმები განიხილეს პარლამენტის აპარატის უფროსის, ზურაბ მარაქველიძის და პოლონეთის სენატის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ევა პოლკოვსკას შეხვედრის დროს. შეხვედრისას ორი ქვეყნის პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების ურთიერთგაზიარების და უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარების მიზნით, მომზადდება ერთობლივი პროგრამები, რომლის განხორციელებაში მონაწილეობას შერეული ჯგუფები მიიღებენ. „შეხვედრისას დავგეგმეთ გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა თემატურ მიმართულებებს შეეხება. ერთ-ერთ თემად ადამიანური რესურსების მართვა შეირჩა, რომლის მიხედვითაც შემუშავდება გარკვეული მექანიზმი, რათა საჯარო მოხელეთა კორპუსისათვის მაქსიმალურად სტაბილური და ხელსაყრელი გარემო შეიქმნას და მათი საქმიანობის შეფასება კვალიფიციურობის კრიტერიუმით განხორციელდეს“, - განაცხადა ზურაბ მარაქველიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა პოლონელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 23:23 |