|
დავით უსუფაშვილის და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაცეკ მიხალოვსკის შეხვედრა |
|
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 22:26 |
|

სმოლენსკის ტრაგიკული მოვლენები და ლეხ კაჩინსკის გარდაცვალება გაიხსენეს და შესაბამისი პატივი მიაგეს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაცეკ მიხალოვსკის შეხვედრისას. დავით უსუფაშვილმა სამძიმარი გამოთქვა კაჩინსკის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ ამ მოვლენამ ერთნაირად შეგვძრა და ეს ტრაგედია ისევე როგორც პოლონელ, ასევე ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება. „ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება თქვენი გამოძახილი ჩვენთან მიმდინარე და განსაკუთრებით 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველოს და პოლონეთს ბევრი საერთო აკავშირებს და დღეს ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ამ ქვეყანაში პირველად არ ვარ და ვარ ჩემი მეგობრების გვერდით. ისეთ ადამიანებთან ვარ, რომელთათვის საქართველოს ბედი უცხო არაა და ვისთანაც ჩვენs წუხილზე და წარმატებებზე ღიად შეგვიძლია საუბარი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. იაცეკ მიხალოვსკიმ მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს მისი პირველი ევროპული ვიზიტით პოლონეთში ჩამოსვლის გამო. მან დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა ახალ ხელისუფლებას მიმდინარე გამოწვევების და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. |
|
ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 11 აპრილი 2013 11:54 |