სხდომის ოქმი #14

 საქართველოს პარლამენტის

        ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
                                 ოქმი   #14                                      
  

                                                                                                                                                     1/04/2013    

სხდომის თავჯდომარე : ვიქტორ დოლიძე

სხდომის მდივანი: ირინა წულუკიძე

სხდომას ესწრებოდნენ: ვიქტორ დოლიძე 

                                            ლევან ბერძენიშვილი

                                            გიორგი ვოლსკი

                                            პაატა ბარათაშვილი

                                            შალვა კიკნაველიძე

                                            ომარ ნიშნიანიძე

                                            თინათინ ბოკუჩავა

                                           სხდომის  დღის  წესრიგი     

  1. 1.საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომსხენებელი : საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია

 

აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: წამყვანი სპეციალისტი თამთა ჭუმბურიძე

 

კომიტეტის თავჯდომარე ბატონი ვიქტორ დოლოძე მიესალმა კომიტეტის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ გიორგი ხელაიას და გადასცა მას სიტყვა.

გიორგი ხელაიამ ჩამოაყალიბა ამ კანონის პროექტის ძირითადი არსი. მან აღნიშნა რომ „დიპლომატიური  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის მიზეზია კანონის მოქმედი რედაქციის დახვეწა და რიგ შემთხვევაში რეგულირების ახალი ნორმების შემოღება, რომელიც ძირითადად გამომიდინარეობს „საჯარო სამსხურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან, კერძოდ პირის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის მაქსიმალური ვადის დადგენა, ტექნიკური და რედაქციული შესწორებების შეტანა კანონის რიგ დებულებებში და კანონმდებლობით მოუწესრიგებელი საკითხების დაზუსტება.

   მან ჩამოთვალა რამდენიმე საკითხი, კერძოდ, ცვლილებების თანახმად ახლებურად განისაზღვრება კონკურსის წესით დასანიშნ თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესი და ვადა. დროებითი მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე ინიშნება დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე ან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირის დანიშვნამდე ან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის დანიშვნამდე ან დიპლომატიური თანამდებობის პირის გადაყვანამდე ან კონკურსის წესით ამ ვაკანტური თანამდებობის შევსებამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

   გარდა ამისა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე ადმინისტრაციული-ტექნიკურ პერსონალისთვის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 3 წლისა.

 ხოლო იმ პირებზე,რომლებსაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გაუგრძელდათ ამ კანონის ამოქმედებამდე, მითითებული შეზღუდვა ვრცელდება აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ.

   კანონპროექტით ასევე  დაზუსტდება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის ვადები, კერძოდ დიპლომატიური წარმოამდგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის თანხმობის მიღებიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

 

 კომიტეტის თავჯდომარე ბატონი ვიქტორ დოლიძე, მიესალმა კანონპროექტის მიზანს,რომ კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ მოვიდეს შესაბამისობაში “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქათველოს კანონის პრინციპებთან და დაარეგულიროს ისეთი მოუწესრიგებელი საკითხები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის ვადა. კომიტეტის სხვა წევრბმაც დადებითად შეაფასეს კანონპროექტი და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზაებულად სცნეს .

 

მომხრე-7

წინააღმდეგი-0

თავი შეიკავა-0

 

 

 

ვიქტორ დილიძე

 

ევროპასთან ინტეგრაციის

კომიტეტის თავჯდომარე                            

                                         

 
modules