| სხდომის ოქმი #15 |
|
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
2/04/2013 სხდომის თავჯდომარე : ვიქტორ დოლიძე სხდომის მდივანი: ირინა წულუკიძე სხდომას ესწრებოდნენ: ვიქტორ დოლიძე ლევან ბერძენიშვილი პაატა ბარათაშვილი დავით დარჩიაშვილი გიორგი ვოლსკი შოთა ხაბარელი (ადგილმონაცვლე) ანი მიროტაძე (ადგილმონაცვლე) ომარ ნიშნიანიძე
სხდომის დღის წესრიგი 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ (07-1/39, 18.03.2013). მომხსენებელი : ფინანსთა მინისტრის მოადგილე: დავით ებრალიძე აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: წამყვანი სპეციალისტი: მიხეილ ნაკაშიძე 2.საქართველოს პრეზიდენტის რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 1960 წლის 13 დეკემბრის „ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენცია „საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე“ (შესწორებული 1970 წლის 6 ივლისის დამატებითი ოქმით), 1978 წლის 21 ნოემბრის ოქმით და 1981 წლის 12 თებერვლის ცვლილებების ოქმით),1981 წლის 12 თებერვლის მრავალმხრივი შეთანხმება“მარშრუტზე მოძრაობის საფასურის შესახებ“, „1960 წლის 13 დეკემბრის „ევროკონტროლის“საჰაერო ნავიგაციის უსფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო კონვენციის შესაბამისობაში მოსაყვანად შეტანილი ცვლილებების ოქმი“(1997 წლის 27 ივნისი)და 1960 წლის 13 დეკემბერს გაფორმებულ სხვადასვაგვარად შესწორებულ და 1997 წლის 27 ივნისის ოქმით კონსოლიდირებულ საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე “ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენციაში ევროგაერთიანების შესვლის ოქმი“(2002 წლის 8 ოქტომბერი) (07-1/37, 05.03.13) მომხსენებელი :ეკონომიკის მინისტრის მოადგილე :ნათია მიქელაძე აპარატიდან პასუხისმგებელი პირი :აპარატის წამყვანი სპეციალისტი: მიხეილ ნაკაშიძე 3.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონდმებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N07-2/48, 11.03. 2013) მომხსენებლები: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი:შალვა თადუმაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე :ალექსანდრე ბარამიძე პროფკავშირების წარმომადგენელი :გოჩა ალექსანდრია აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: აპარატის მთავარი სპეციალისტი:ეკატერინე ქარდავა. კომიტეტის თავჯდომარე ბატონი ვიქტორ დოლიძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, გააცნო მათ სხდომის დღის წესრიგი და სიტყვა გადასცა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბატონ დავით ებრალიძეს,რომელმაც კომიტეტს გააცნო , საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.მან მოკლედ ისაუბრა ამ შეთანხმების შესახებ აღნიშნა, რომ მასში გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები და შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა ამ შეთანხმების შესახებ მიიჩნიეს, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP AP) მიხედვით,საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით,ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების გაფორმება. ზემოანიშნულიდან გამომდინარე,ქვეყნის საგარეო და ეკონომიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით,ევროპასთან ინტეგრაცის კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მომხრე-8 წინააღმდეგი-0 თავი შეიკავა-0 კომიტეტის თავჯდომარემ ბატონმა ვიქტორ დოლიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი წარადგინა,1960 წლის 13 დეკემბრის „ევროკონტროლის’ საერთაშორისო კონვენცია“საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშომლობის საკითხებზე და სიტყვა გადასცა ეკონომიკის მინისტირის მოადგილეს ქალბატონ ნათია მიქელაძეს. ქალბატონმა ნათიამ წარმოადგინა საკითხი სარატიფიკაციოდ სავალდებულოდ აღიარებაზე, საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულ ორგანიზაციაში გაწერვიანებასთან დაკავშირებით. კომიტეტს გააცნო ძირითადი 4 დოკუმენტი,1960 წლის 13 დეკემბრის „ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენცია „საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე“ (შესწორებული 1970 წლის 6 ივლისის დამატებითი ოქმით), 1978 წლის 21 ნოემბრის ოქმით და 1981 წლის 12 თებერვლის ცვლილებების ოქმით), 1981 წლის 12 თებერვლის მრავალმხრივი შეთანხმება “მარშრუტზე მოძრაობის საფასურის შესახებ“, „1960 წლის 13 დეკემბრის „ევროკონტროლის“საჰაერო ნავიგაციის უსფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო კონვენციის შესაბამისობაში მოსაყვანად შეტანილი ცვლილებების ოქმი“(1997 წლის 27 ივნისი)და 1960 წლის 13 დეკემბერს გაფორმებულ სხვადასვაგვარად შესწორებულ და 1997 წლის 27 ივნისის ოქმით კონსოლიდირებულ საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე “ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენციაში ევროგაერთიანების შესვლის ოქმი“(2002 წლის 8 ოქტომბერი) (07-1/37, 05.03.13) ქალბატონმა ნათიამ განმარტა თუ რა გარემოებებით არის განპირობებული საქართველოს გაწევრიანება ევროპის სააერნაოსნო უსაფრთხოების ორანიზაციაში:რადგან საქართველო 2005 წელს გაწევრიანდა ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციაში (ECAC).ECAC -ის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა გადაწყვეტილებით,აუცილებელია ყველა წევრი ქვეყანა გახდეს „ევროპის სააერნაოსნო უსაფრთხოების ორაგნიზაციის“ (EVROCONTROL) წევრი. მასში გაწევრიანებულია 39 ევროპული ქვეყანა და მეორმოცე იქნება საქართველო. ევროკონტროლის ძირითადი მისიაა ევროპაში სააერნაოსნო მომსახურების ჰარმონიზაცია და ინტეგრირება,უნიფიცირებული საჰაერო ნაკადების სამენეჯმენტო სისტემის ჩამოყალიბება,სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის მომხმარებლებთათვის ნაკადების უსაფრთხო,თანმიმდევრული,სწრაფი და ეკონომიკური დაგეგვმა და მომხმარებლისთვის მიწოდება. ქალბატონი ანი მიროტაძე დაინტერესდა თუ რატომ არ მოხდა საქართველოს გაწევრიანება ევროკონტროლში მანამდე და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ამ ორგანიზაციის წევრობა. ქალბატონმა ნათიამ მიქელაძემ უპასუხა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და შესაბამისი საბუთების ხელმოწერა არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე სახსრების გამოყოფას.თუ რატომ არ მოხდა 2005 წლიდან დღემდე ევროკონტროლში გაწევრიანება ,მან განმარტა რომ ამ ორგანიზაციის წევრობა ბევრი ვალდებულებების აღებასთან არის დაკავშირებული და სახელმწიფო იმ დროისთვის ამისთვის მზად არ იყო. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, ქვეყნის საგარეო და ეკონომიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა წარმოდეგნილი კონვენციის და ოქმების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მომხრე -8 წინააღმდეგი-0 თავი შეიკავა-0 კომიტეტის თაჳჯდომარე ბატონი ვიქტორ დოლიძე კიდევ ერთხელ მიესალმა კომიტეტის წევრებს,მოწვეულ სტუმრებს და წარადგინა შემდეგი საკითხი, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონდმებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ .რაც მისი თქმით ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია,მადლობა გადაუხადა ბატონ ალექსანდრე ბარამიძეს მობრძანებისათვის და გადასცა მას სიტყვა. ბატონმა ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა თუ როგორ მოხდა ამ საკითხზე მუშაობა,რომ ამ პროცესში იყო ჩართული პროფკავშირები,საერთაშორისო ორგანიზაციები ,არასამთავრობო ორგანიზაციები ,სამოქალქო საზოგადოება.მან აღნიშნა რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია საქართველოში შრომითი ურთიერთობების დაბალანსებული დარეგულირების,დასაქმებულის სამართლებრივი გარანტიების გაზრდისა და საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობით. კანონპროექტის მიზანია დასაქმებულის უფლებების და ინტერესების დაცვის მიზნით სამართლებრივი გარანტიების შემოღება, დამსაქმებელის და დასაქმებულის ინტერესების დაბალანსება,კერძოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულისთვის ურთიერთხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა,რაც საბოლოო ჯამში,სასიკეთოდ იმოქმედებს როგორც მათ ინტერესებზე ,ასევე ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე . პროფკავშირების წარმომადგენელმა ბატონმა გოჩა ალექსანდრიამ მოითხოვა სიტყვა, იგი მიესალმა კომიტეტის წევრებს, დადებითად შეაფასა შრომის კოდექში ცვლილებების შეტანა, მაგრამ იქვე ჩამოთვალა მთელი რიგი შენიშვნები, რომლებიც შეეხებოდა ღამის საათებში მუშაობის ანაზღაურების, შრომისუუნარობის, კერძოდ შვებულების, ქალთა უფლებების დაცვის საკითხს ფეხმძიმე ქალბატონებთან მიმართებაში,შრომის ინსპექციის შექმნას. ბატონმა ვიქტორ დოლიძემ დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ გოჩა ალექსანდრიას, მნიშვნელოვნად ჩათვალა მისი კომენტარი, ამ საკითხებთან დაკავშირებით. ვეროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების თაობაზე,კენჭი უყარეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.აღნიშნული საკითხის განხილვას არ ესწრებოდნენ უმცირესობის წარმომადგენლები . მომხრე-7 წინააღმდეგი-0 თავი შეიკავა-0
ვიქტორ დოლიძე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე |






