სხდომის ოქმი #16

საქართველოს პარლამენტის

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
ოქმი #16

                                       

                                                                                                                                                     5/04/2013   

სხდომის თავჯდომარე : ვიქტორ დოლიძე

სხდომის მდივანი: ირინა წულუკიძ

სხდომას ესწრებოდნენ:  ვიქტორ დოლიძე

                                     ლევან ბერძენიშვილი

                                     პაატა ბარათაშვილი

                                     გიორგი კანდელაკი

                                     გიორგი ვოლსკი

                                     თემურ მაისურაძე (ადგილმონაცვლე)

                                     ოთარ ჩრდილელი(ადგილმონაცვლე)

                                     ომარ ნიშნიანიძე

          

  სხდომის დღის წესრიგი

  1. 1.საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებები: 

ლიტვის რსპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ხათუნა სალუქვაძის დანიშვნის შესახებ. 

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი კოპლატაძის დანიშვნის შესახებ. 

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კონსტანტინე კორკელიას დანიშვნის შესახებ. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ შარაშენიძის დანიშვნის შესახებ. 

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ პატარიძის დანიშვნის შესახებ.

მომხსენებელი :  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  -  გიორგი ხელაია 

    კომიტეტის თავჯდომარე ბატონი ვიქტორ დოლიძე მიესალმა კომიტეტის წევრებს,ელჩობის კანდიდატებს.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ გიორგი ხელაიას და გადასცა მას სიტყვა ,ბატონმა გიორგიმ პრეზიდენტის წარდგინებით  ლიტვის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ხათუნა სალუქვაძის კანდიდატურა დაასახელა და სთხოვა მას მიემართა კომიტეტისთვის.

ქალბატონი ხათუნა სალუქვაძე  მიესალმა კომიტეტის წევრებს ,გააცნო მათ თავისი  ბიოგრაფია და გაუზიარა თავისი ხედვები,გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები.მისი თქმით ლიტვა-საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, ორივე ქვეყანაში შეცვლილი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შემდეგ საჭიროა ახალი კონტაქტების დამყარება,რომ ქვეყანებს შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები შენარჩუნდეს.ევროპასთან ინტერგტრაციის კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, მხარს უჭერს აღნიშნული კანდიდატურის დანიშვნას ელჩის თანამდებობაზე.

მომხრე-8

წინააღმდეგი-0

თავი შეიკავა -0

ვიქტორ დოლიძემ წარმოადგინა შემდეგი ელჩობის კანდიდატი თურქეთის რესპუბლიკაში ბატონი ირაკლი კოპლატაძე,გადასცა მას სიტყვა,ბატონი ირაკლი წარსდგა კომიტეტის წინ გაეცნო დამსწრე საზოგადოებას ,მოკლედ გააცნო კომიტეტს მისი ბიოგრაფია,და ისაუბრა საქართველო თურქეთის ურთიერთობებზე, ხაზი გაუსვა რომ თურქეთი არის ჩვენი ქვეყნის ერთერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ნატოში ინტეგრაციის გზაზე.ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა  ირაკლი კოპლატაძეს თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნას.

მომხრე-8

წინააღმდეგი-0

თავი შეიკავა-0

კომიტეტის თავჯდომარემ,ბატონ კონსტანტინე კორკელიას  სთხოვა მიემართა კომიტეტისთვის,რომელიც პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად .ბატონი კონსტანტინე წარსგა კომიტეტის წინაშე ორიოდე სიტყვით ისაუბრა მის ბიოგრაფიაზე,და კომიტეტს გააცნო მისი ხედვები და ძირითადი პრიორიტეტები თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში.ევროპასთნ ინტეგრაციის კომიტეტმა ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანდიდატურას.

მომხრე-7

წინააღმდეგი-1

თავი შეიკავა-0

შემდეგ საკითხად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი თეიმურაზ შარაშენიძის კანდიდატურა , ფარული კენჭისყრით,მხარი დაუჭირა მისი ელჩად დანიშვნას.

მომხრე-8

წინააღმდეგი-0

თავი შეიკავა-0

ბატონმა ვიქტორ დოლიძემ  ბოლო საკითხად კომიტეტის წინაშე ბატონი ზურაბ პატარიძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც წარდგენილია ყაზახეთის რესპუბლიკაში სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა ბატონი ზურაბ პატარიძის კანდიდატურის მიმართ.

მომხრე-8

წინააღმდეგი-0

თავი შეიკავა-0

 

ვიქტორ დოლიძე

 ევროპასთნ ინტეგარციის

კომიტეტის თავჯდომარე 

 

 

 

 
modules