სხდომის ოქმი #15

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N15

 

22 თებერვალი, 2013. 10 სთ.                   

 საქართველოს პარლამენტი,    სხდომათა დარბაზი N3                 

       სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,  ჩაფიძე ელისო,    საყვარელიძე ფრიდონი, ჭკუასელი თეიმურაზი, ჯაფარიძე თამაზი, პაპუაშვილი ზაზა,  ქავთარაძე გიორგი,   რატიანი სერგო,  ლონდარიძე ტარიელი, მახარაძე მიხეილი, მეგრელიძე ომარი, ბუკია გიგა, მასმედიის წარმომადგენლები,   კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.

 

დღის წესრიგი

 

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა.

(დავით ზურაბიშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

მოადგილე)

 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა პირველი მოსმენით. 

(დავით ზურაბიშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

მოადგილე)

3.  საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა პირველი მოსმენით.

                                                                                                                                                                                                                                    (სერგო რატიანი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის

მოადგილე)

4. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინციატივის:  „პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა პირველი მოსმენით.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                (ალექსანდრე ქანთარია -კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)

 

1.მოისმინეს  განათლებისა და მეცნირების მინისტრის  მოადგილის დავით დავით ზურაბიშვილის მოხსენება წარმოდგენილ კანონპროექტზე : „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . კანონპროექტის მიხედვით არასამეწარმეო იურიდიულ პირებს მიეცემათ საშუალება კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაიქმნან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ივანე კიღურაძემ , ალექსანდრე ქანთარიამ, სერგო რატიანმა.

კომიტეტმა გადაწყვიტა: 

აღნიშნულ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განსახილველად დაეჭიროს  მხარი. ერთმა თავი შეიკავა.

2. მოისმინეს განათლებისა და მეცნირების მინისტრის  მოადგილის დავით დავით ზურაბიშვილის მოხსენება წარმოდგენილ კანონპროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა განმარტა, რომ პროექტით კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამეურვეო საბჭოს დათხოვნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, აგრეთვე სამეურვეო საბჭოს ვერ არჩევის შემთხვევაში დირექტორს ეძლევა საშუალება განახორციელოს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება, რაც უზრუნვეყოფს საჯარო სკოლის მართვის ეფექტურ და შეუფერხებელ განხორციელებას. აგრეთვე საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს უფლებამოსილება გაუგრძელდათ 2013 წლის 1 ივნისამდე.

წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა.
 

კომიტეტმა გადაწყვიტა: 

აღნიშნულ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად ერთხმად დაეჭირა  მხარი.

3.  მოისმინეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სერგო რატიანის მოხსენება  საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონში შესატანი ცვლილების თანახმად თავისუფალი მსმენელის, ან სასერტიფიკატო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები სტუდენტს ჩაეთვლება აკადემიური პროგრამის განვლილ ნაწილად, თუკი ისინი მიღებული იქნება იმავე წესით, როგორც მას იღებენ აკადემიური საფეხურის სტუდენტები და თუ გავლილი კურსები კონკრეტული აკადემიური პროგრამის შესაბამისი იქნება. ეს წესი იმოქმედებს იმ პირების მიმართ, ვინც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ივანე კიღურაძემ, ალექსანდრე ქანტარიამ, გიგა ბუკიამ, თეიმურაზ ჭკუასელმა.  

 
კომიტეტმა გადაწყვიტა: 

აღნიშნულ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად ერთხმად  დაეჭირა  მხარი.

4. მოისმინეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ქანთარიას მოხსენება  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინციატივის:  „პროფესიული თეატრების შესახებ“ . პროექტით, სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება ყველა სახელმწიფო და მუნიციპალურ თეატრს, ხოლო მმართველის ფუნქციების ოპტიმიზაცია განხორციელდება სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის უფლება-მოვალეობათა გამიჯვნით. თეატრის მართვას განახორციელებს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც იქნება თეატრის საერთო ხელმძღვანელი და ძირითადი პასუხისმგებლობა დაეკისრება შემოქმედებით საქმიანობაზე, ხოლო დირექტორი იქნება ძირითადი პასუხისმგებელი ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობაზე. ასევე იცვლება სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის წესიც. მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელს ნიშნავს თეატრალური სეზონის ვადით. იგი შერჩეული იქნება სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატთაგან. სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის შეთავაზების უფლება ეძლევათ თეატრალურ დასებს, შემოქმედებით საზოგადოებას და ორგანიზაციებს. დირექტორს თანამდებობაზე წარადგენს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: მიხეილ მახარაძემ, ტარიელ ლონდარიძემ, თეიმურაზ ჭკუასელმა, ზაზა პაპუაშვულმა, სერგო რატიანმა, თამაზ ჯაფარიძემ.  იქნა დასმული შეკითხვები მუნიციპალური თეატრების  შესახებ, ალექსანდრე ქანთარიას განმარტებით მუნიციპალურ თეატრებს შესაძლებლობა მიეცემათ წარმოადგინონ პროექტები და მათ სახელმწიფოსგან ექნებათ შესაბამისი მხარდაჭერა და დახმარება.

 

კომიტეტმა გადაწყვიტა: 

აღნიშნულ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად ერთხმად  დაეჭირა  მხარი.

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                ივანე კიღურაძე

სხდომის მდივანი                                          ლალი ლორია