სხდომის ოქმი #16

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N16

 

22 თებერვალი, 2013. 15 სთ.                     

 საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზი N1                

       სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,  ჩაფიძე ელისო,    საყვარელიძე ფრიდონი, ჭკუასელი თეიმურაზი, პაპუაშვილი ზაზა,    ქავთარაძე გიორგი,  რატიანი სერგო,  მეგრელიძე ომარი,  მახარაძე მიხეილი. მასმედიის წარმომადგენლები,   კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.

 

დღის წესრიგი 

 

          1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მესამე მოსმენით.

(დავით ზურაბიშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

მოადგილე)

 

1. მოისმინეს განათლებისა და მეცნირების მინისტრის  მოადგილის დავით დავით ზურაბიშვილის მოხსენება წარმოდგენილ კანონპროექტზე „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . კანონპროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულ იქნება ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ პროგრამებად. კომიტეტის წევრების მიერ აღნიშნულ კანონპროექტზე შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.

 

კომიტეტმა გადაწყვიტა: 

აღნიშნულ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად ერთხმად დაეჭირა  მხარი.

სხდომის თავმჯდომარე                                ივანე კიღურაძე

სხდომის მდივანი                                          ლალი ლორია