| სხდომის ოქმი #17 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N17
07 მარტი, 2013წ. 11 სთ.საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზი N1 სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ჩაფიძე ელისო, ჭკუასელი თეიმურაზი, ჯაფარიძე თამაზი, ქავთარაძე გიორგი, საყვარელიძე ფრიდონი , რატიანი სერგო, ლონდარიძე ტარიელი, მახარაძე მიხეილი, მეგრელიძე ომარი, ბუკია გიგა, ჯაფარიძე ზურაბი (ვაშაძე გიორგი - უფლებამონაცვლე) , საჯაია მარიამი (ნაყოფია კობა - უფლებამონაცვლე), არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.
დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მეორე მოსმენით. (დავით ლომინაშვილი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი)
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქ. კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქ.კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქ.კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მესამე მოსმენით. (დავით ლომინაშვილი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი)
3. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა. (ზურაბ ტყემალაძე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე)
4. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განხილვა. (ელისო ჩაფიძე -კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)
1. მოისმინეს ბატონ დავით ლომინაშვილის მოხსენება წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი კანონპროექტით განათლების სამინისტრო განსაზღვრავს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ დააფინანსებს სახელმწიფო. აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა:სერგი რატიანმა, მიხეილ მახარაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ. კითხევი შეეხებოდა პრინციპებს, რის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული პრიორიტეტული პროგრამები. დ. ლომინაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღების ერთერთი ძირითადი მიზანი ემსახურება იმ დარგების სტიმულირებას, რომლებიც დღეს არ ითვლება პოპულარულად.
კომიტეტმა გადაწყვიტა: 10 მომხრე , 2 წინააღმდეგი, 2-მა თავი შეიკავა მხარი დაეჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით. 2. მოისმინეს ბატონ დავით ლომინაშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქ. კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქ.კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქ.კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ იქნება უფლებამოსილი განახორციელოს სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭება და ეს ფუნქცია გამოდის მისი რეგულირების სფეროდან. კომიტეტმა გადაწყვიტა: 13 მომხრე , 1-მა თავი შეიკავა მხარი დაეჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით. 3. მოისმინეს ბატონ ზურაბ ტყემალაძის მოხსენება . საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.აღინიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის არ არის სავალდებულო აბრაზე წარწერისათვის სახელმწიფო ენის გამოყენება. ამიტომ ხშირია შემთხვევბი, როდესაც აბრა მხოლოდ უცხო ენაზეა შესრულებული, რაც იწვევს სახელმწიფო ენის დაკნინებას. კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ენის დაცვა, რაც გულისხმობს ახალი ვალდებულების შემოღებას, რომლის თანახმადაც აბრა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. კომიტეტმა გადაწყვიტა: ერთხმად დაეჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 4.მოისმინეს კომიტეტის წევრის ელისო ჩაფიძის მოხსენება წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადების „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა განმარტა, რომ კანონპროექტის მიღების მთავარი მიზანია მედიის გათავისუფლება პოლიტიკური გავლენისაგან და მედიასაშუალებების დაფინანსების გამჭვირვალობა. ასევე სამეურვეო საბჭოს ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია ფორმირებისა და პასუხისმგებლობის წესების შეცვლა. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა მცირდება 9 წევრამდე. საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს კი საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, შეარჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისათვის საგანგებოდ დარგის სპეციალისტებისაგან შექმნილი კომისია. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ასევე ემატება თავი სახელწოდებით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც აწესრიგებს აჭარის რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის, მისი ხელმძღვანელი ორგანოების ფორმირების და საქმიანობის წესებს. წარმოდგენილი წინადადების გარშემო გაიმართა მსჯელობა და დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გაზეთ „რეზონანსი“-ს მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, კომიტეტის წევრებმა: ელისო ჩაფიძემ , თეიმურაზ ჭკუასელმა, სერგო რატიანმა, ალექსანდრე ქანთარიამ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივი არხის თანამშრომლებმა და წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ავტორებმა. კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა, 10 მომხრე, 2 წინააღმდეგი და 2-მა თავი შეიკავა, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონდებლო წინადადების მიღებას კომიტეტის მიერ განსახილველად.
სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე
სხდომის მდივანი ლალი ლორია
|






