| სხდომის ოქმი #19 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N19 21 მარტი, 2013წ. 11 სთ.საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზი N7 სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ჩაფიძე ელისო, ჭკუასელი თეიმურაზი, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი , რატიანი სერგო, ლონდარიძე ტარიელი, მეგრელიძე ომარი, ბუკია გიგა, ვაშაძე გიორგი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მესამე მოსმენით. (დავით ლომინაშვილი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი) 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მესამე მოსმენით. (დავით ლომინაშვილი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი)
3. საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა პირველი მოსმენით. (სერგო რატიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი)
1. მოისმინეს ბატონ დავით ლომინაშვილის მოხსენება წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი კანონპროექტით განათლების სამინისტრო განსაზღვრავს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ დააფინანსებს სახელმწიფო. აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: სერგო რატიანმა, კითხვები შეეხებოდა პრინციპებს, რის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული პრიორიტეტული პროგრამები. დ. ლომინაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღების ერთერთი ძირითადი მიზანი ემსახურება იმ დარგების სტიმულირებას, რომლებიც დღეს არ ითვლება პოპულარულად. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ი. კიღურაძემ, ს. რატიანმა, ა. ქანთარიამ. კომიტეტმა გადაწყვიტა: ერთხმად დაეჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით. 2. მოისმინეს ბატონ დავით ლომინაშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. დავით ლომინაშვილის ინფორმაციით, სამინისტრო უახლეს პერიოდში პარლამენტის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი მმართველობითი მოდელის დანერგვას გულისხმობს. შესაბამისად, სანამ მოხდება ახალი მოდელის დამკვიდრება, სკოლების სამეურვეო საბჭოებს საკუთარი უფლებამოსილების ვადა 4 თვით გაუხანგრძლივდებათ. კომიტეტმა გადაწყვიტა: ერთხმად დაეჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით. 3. მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრის სერგო რატიანის მოხსენება . საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით რეგენტთა საბჭოს ფუნქციებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება გადაეცემა თავად უნივერსიტეტებს, კერძოდ მათ კოლეგიურ ორგანოებს. ამასთან, რეგენტთა საბჭოზე დაკისრებული უფლებამოსილებები სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების განკარგვის და შესყიდვების განხორციელების ნაწილში გადაეცემა შესაბამის სამინისტროებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გაყიდვა და უფლებრივი დატვირთვა საჭიროებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობას, ხოლო გამარტივებული შესყიდვის გზით შესყიდვის განხორციელება შესაძლებელი იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტის მიზანია, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც არ არიან მოგების მიღებაზე ორიენტირებული, შეუმციროს საგადასახადო ტვირთი, რის შედეგადაც უნივერსიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა დაზოგილი თანხა მოახმარონ სწავლებისა და სამეცნიერო -კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევარებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას.რაც შეეხება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, მისი მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი განვითარების ფონდების მიერ კომპიუტერული პროგრამების, ლაბორატორიული რეაქტივებისა და ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვის პროცესში: ა) საბიუჯეტო თანხების დაზოგვა; ბ) კვლევითი პროცესების შეფერხების მინიმუმადე დაყვანა; გ) შესყიდული პროდუქციის შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფა. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ი. კიღურაძემ, გ. ვაშაძემ, ზ. პაპუაშვილმა, გ. ბუკიამ, თ. ჭკუასელმა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობის აზრით რეგენტთა საბჭოს გაუქმება და მისი ფუნქციების უნივერსიტეტებისათვის გადაცემა არასაკმარისია უნივერსიტეტებისათვის რეალური ავტონომიის დასაბრუნებლად. საჭიროა კანონთა ისეთი პაკეტის შემუშავება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სრული დეპოლიტიზაცია და მათთვის ფართო ავტონომიის მინიჭება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კომიტეტის უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტების ძირითადი პრინციპები და არსი. კომიტეტმა გადაწყვიტა: ამ კანონპროექტებს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა,10 წინააღმდეგი, 3 მომხრე. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტის პრინციპებს უმრავლესობა დაეთანხმა, 8 მომხრე, 5 წინააღმდეგი.
სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე
სხდომის მდივანი ლალი ლორია
|






