სხდომის ოქმი #20

საქართველოს პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N20

აპრილი, 2013. 15 სთ.    საქართველოს პარლამენტი,  სხდომათა დარბაზი N7                  

 

 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,  ჩაფიძე ელისო,    ჭკუასელი თეიმურაზი, პოღოსიანი რუსლანი (ქავთარაძე გიორგი-უფლებამონაცვლე), პაპუაშვილი ზაზა, ონოფრიშვილი დავითი (ჯაფარიძე თამაზი-უფლებამონაცვლე), ბერძენიშვილი დავითი (საყვარელიძე ფრიდონი -უფლებამონაცვლე) ,  ლონდარიძე ტარიელი,  მეგრელიძე ომარი, ბუკია გიგა, მახარაძე მიხეილი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.                                      

 

დღის წესრიგი

 

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა პირველი მოსმენით. 

(დავით ლომინაშვილი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი)

 

 2. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინციატივის:  „პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა მესამე მოსმენით. 

(ალექსანდრე ქანთარია -კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)

 

1. მოისმინეს ბატონ დავით ლომინაშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . კანონპროექტის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულ პირებს უფლება აქვთ გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში და პირებს, რომლებიც სწავლობენ  ან სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კანონპროექტით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე დასაშვებია მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიურიხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, მთავრობა გახდება უფლებამოსილი განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უმაღლესი განათლების დაფინანსების ოდენობა და პირობები საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპითან სპეციალური სახელმწიფო პროგრამით. კანონპროექტის მიზანია ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ცარიცხულ პირებს მიენიჭოთ უფლება გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში. ასევე დაკონკრეტდება ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩასარიცხ პირთა კატეგორიები და მათთვის წაყენებული მოთხოვნები.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ი. კიღურაძემ, ე. ჩაფიძემ, დ. ბერძენიშვილმა, ტ. ლონდარიძემ, მ. მახარაძემ.

კომიტეტმა გადაწყვიტა:  ერთხმად დაეჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით.

2. მოისმინეს ბატონ ალექსანდრე ქანთარიას  მოხსენება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინციატივის:  „პროფესიული თეატრების შესახებ“ . კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო პროფესიული თეატრების მართვის სისტემაში ახალი რეგულაციების შემოღებას. თეატრის მართვას განახორციელებს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც თეატრის საერთო ხელმძღვანელი იქნება და შემოქმედებით საქმიანობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა მას დაეკისრება. თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას, კანონპროექტით წარმართავს დირექტორი. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი წარადგენს.

კომიტეტმა გადაწყვიტა: ერთხმად დაეჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით.

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                                ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია

 

 
modules