სხდომის ოქმი #21

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N21

 

2  აპრილი, 2013. 16 სთ.  საქართველოს პარლამენტი,   სხდომათა დარბაზი N7                  

 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქანთარია ალექსანდრე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ხაბარელი შოთა ( ჩაფიძე ელისო - უფლებამონაცვლე),    ჭკუასელი თეიმურაზი, საყვარელიძე ფრიდონი, ჯაფარიძე თამაზი, , პაპუაშვილი ზაზა,   ლონდარიძე ტარიელი,ზურაბ ზვიადაური გიორგი ქავთარაძე - უფლებამონაცვლე),  დავით ჭავჭანიძე( მეგრელიძე ომარი-უფლებამონაცვლე), ბუკია გიგა, მახარაძე მიხეილი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.                                            

დღის წესრიგი

 1.„საქართველოსა და პორტუგალიას  შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება (N07-1/39, 18.03.2013) 

                 (დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე) 

 1.მოისმინეს ბატონ დავით ებრალიძის მოხსენება  „საქართველოსა და პორტუგალიის შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები.

           აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა
            და  გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის“ შესახებ კონვენციის  გაფორმება.

                                    1.კომიტეტმა გადაწყვიტა : ერთხმად  დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კონვენციას და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

          

სხდომის თავმჯდომარე                                                                                 ალექსანდრე ქანთარია

 

სხდომის მდივანი                                                                                                ლალი ლორია