სხდომის ოქმი #23

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N23

5 აპრილი, 2013. 11 სთ.    საქართველოს პარლამენტი,   სხდომათა დარბაზი N7   

 

 სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,  ჩაფიძე ელისო, ჭკუასელი თეიმურაზი, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი  ,  მეგრელიძე ომარი, ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.                                     

 
დღის წესრიგი

 

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მესამე მოსმენით.

(დავით ლომინაშვილი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი)

1. მოისმინეს ბატონ დავით ლომინაშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . კანონპროექტის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულ პირებს უფლება აქვთ გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში და პირებს, რომლებიც სწავლობენ  ან სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კანონპროექტით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე დასაშვებია მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიურიხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, მთავრობა გახდება უფლებამოსილი განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უმაღლესი განათლების დაფინანსების ოდენობა და პირობები საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპითან სპეციალური სახელმწიფო პროგრამით. კანონპროექტის მიზანია ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ცარიცხულ პირებს მიენიჭოთ უფლება გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში. ასევე დაკონკრეტდება ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩასარიცხ პირთა კატეგორიები და მათთვის წაყენებული მოთხოვნები.

ივანე კიღურაძემ ხაზგასმით აღნიშნა რომ კანონპროექტი ხელს შეუწყობს უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობას, ასევე აღნიშნა, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრომ  სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მოთხოვნების გათვალისწინებით   დაფინანსების წესი უფრო მოქნილი უნდა გახადოს.

კომიტეტმა გადაწყვიტა:  ერთხმად დაეჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით.

სხდომაზე  განცხადება გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ელისო ჩაფიძემ, რომ ძირეული გადამუშავების აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამოთხოვილ იქნეს კომიტეტის მიერ  ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტები: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/69, 07.03.13).

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                 ივანე კიღურაძე

 სხდომის მდივანი                                                                                                             ლალი ლორია