დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შალვა კიკნაველიძის შეხვედრა ჩრდილო კავკასიის ახალგაზრდებთან
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2013 16:09

საქართველოს ხელისუფლების საშინაო კურსისა და საგარეო მიმართულებების, ასევე საქართველოს კავკასიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ ისაუბრეს  ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, შალვა კიკნაველიძესთან გამართულ შეხვედრაზე.

ახალგაზრდებმა ყურადღებით მოისმინეს ინფორმაცია კომიტეტის ძირითადი მიმართულებების, მისი საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ. შალვა კიკნაველიძემ ამომწურავი პასუხები გასცა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს. შეხვედრა კუტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 11 აპრილი 2013 18:10
 
modules