| ბიუროს 2013 წლის 15 აპრილის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 15 აპრილის სხდომის დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 17 - 19 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი
განსახილველი საკითხები 1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/37, 07.02.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (კანონპროექტის თანახმად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად) 1.1. საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ალტერნატიული წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/37, 07.02.2013) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (მომხსენებელი - ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი) _____________________________________________________________________________________________ 2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/40, 26.02.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)
(კანონპროექტით ცვლილება შედის იმ მუხლებში, რომლებიც ეხება ალბათობის მაღალი ხარისხის განმარტებას, განმეორებით დაკავების, ბრალის წარდგენისა და მსჯავრდების აკრძალვას, დაუშვებელ და ირიბ მტკიცებულებებს, დაცვის მხარის უფლებებს, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესს) _____________________________________________________________________________________________ 3. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/54, 07.02.2013) I მოსმენა (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის ზედამხედველობის ორგანო – რეგენტთა საბჭო. საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა–გათავისუფლებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა დაწესებულების მიერ შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, შესყიდვებთან დაკავშრებული ფუნქციები – განათლებისა და მეცნიერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშრებული ფუნქციები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) 4. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის ფორმით შესაძლებელია განხორციელდეს ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კომპიუტერული პროგრამების, ლაბორატორიული რეაქტივების და ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა) 5. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ დაწესებულების განვითარების ფონდის საქმიანობიდან მიღებული მოგება, ხოლო აღნიშნული დაწესებულებების ქონების გადასახადის წლიური ოდენობა განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1%–ით) ______________________________________________________________________________________________ 6. საქართველოს კანონის პროექტი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/35, 07.02.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობას. ასეთ შემთხვევებში სპეციალურ თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობა განკარგულებით) 7. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარღვევით შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელი აქვს შეფარდებული) 8. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა – ჯარიმა 400 ლარის ოდენობით უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დადგენილი წესის დარღვევით შესვლისათვის. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები) _______________________________________________________________________________________ 9. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/48, 11.03.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)
(კანონპროექტით რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; კანონპროექტითვე განისაზღვრება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობად, ასევე რა შემთხვევაში ჩაითვლება დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მასობრივ დათხოვნად. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩაურევლობასა და დასაქმებულის დისკრიმინაციის დაუშვებლობას ამ გაერთიანების წევრობის გამო) _____________________________________________________________________________________________ 10. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/47, 05.03.2013) I მოსმენა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა; მომხსენებელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ალექსანდრე ჩიტიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით გამარტივებული შესყიდვის გზით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტისა, შესაძლებელია დადგინდეს ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტითაც) _____________________________________________________________________________________________ 11. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/49, 21.03.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინოს განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია, ხოლო წელიწადში ერთხელ სახელმწიფო შესყიდვების გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მოხსენება) ______________________________________________________________________________________________ 12. საქართველოს კანონის პროექტი „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/50, 21.03.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნდობის ჯგუფს წარუდგენს განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ინფორმაციას) ______________________________________________________________________________________________ 13. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზურაბ პატარიძის ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე) ______________________________________________________________________________________________ 14. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თეიმურაზ შარაშენიძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე) ______________________________________________________________________________________________ 15. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ირაკლი კოპლატაძის თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) ______________________________________________________________________________________________
16. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ხათუნა სალუქვაძის ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) ______________________________________________________________________________________________ 17. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „კონსტანტინე კორკელიას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) ______________________________________________________________________________________________
|






