პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ მინისტრთან ერთად გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
ორშაბათი, 15 აპრილი 2013 12:11

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან ერთად სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.
დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი შედიან.

ბიძინა ივანიშვილი გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ასევე გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორი ქრეიგ კენედი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბოლდტი, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკიევიჩი, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალდას ზატლერსი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტი ჰეიჯ ალექსანდერი, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური მრჩეველი იევა კუპჩე, უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი და “კოპენ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ფატა.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 15 აპრილი 2013 19:20
 
modules