| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება |
| ორშაბათი, 15 აპრილი 2013 15:58 |
|
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 16-18 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, მიროსლავა ნემცოვას და სენატის თავმჯდომარეს, მილან შტეხს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები: ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, კარელ შვარცენბერგთან; პრაღის მერთან, ბოჰუსლავ სვობოდასთან; ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის წევრებთან და ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატაში სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელთან. დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ქართველ სტუდენტებს შეხვდებიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს. |
| ბოლოს განახლდა ორშაბათი, 15 აპრილი 2013 19:29 |






