საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ორგანიზაცია ,,გენდერული თანასწორობის ქსელის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ | ბეჭდვა |
სამშაბათი, 16 აპრილი 2013 18:27

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე და საბჭოს წევრები ეკა ბესელია, გიგლა აგულაშვილი და გიორგი გოზალიშვილი ორგანიზაცია ,,გენდერული თანასწორობის ქსელის“ რეგიონულ კოორდინატორებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე იმსჯელეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბებაზე და საქართველოში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პოლიტიკაში ქალთა აქტიური ჩართულობის საკითხი. მხარეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები და ხედვები წარმოადგინეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ განაცხადა, გენდერული თანასწორობის საბჭოში „ქალი და პოლიტიკის“ მიმართულებით თემატური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ამ თემით დაინტერესებულ ყველა ორგანიზაციასთან აქტიურად ითანამშრომლებს.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 12:11