|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კარელ შვარცენბერგთან |
|
Tuesday, 16 April 2013 20:58 |
|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს, კარელ შვარცენბერგს შეხვდა კარელ შვარცენბერგმა განსაკუთრებულად მეგობრულ და თბილ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ორ ქვეყანას შორის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერდა და კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. თავის მხრივ კი დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი პოზიცია და პოლიტიკური კურსი ამ მიმართულებით. კარელ შვარცენბერგმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ისინი აკვირდებიან არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს და მოხარული არიან იმ პროგრესის გამო, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის კოაბიტაციისა და გადაწყვეტილებების მიღების ერთობლივად მიღების ახალი პრაქტიკით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევითობის პრინციპს განსაზღვრავს.
კარელ შვარცენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალმა პრინციპმა უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზეც ისაუბრეს, რაც თანამშრომლობასა და მხარდაჭერას გულისხმობს მრავალი მიმართულებით. |
|
Last Updated on Wednesday, 17 April 2013 11:24 |