საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს, მილან შტეხს შეხვდა
სამშაბათი, 16 აპრილი 2013 22:59

parlamentis senatis tavmjdomarestan shexvedra preskomferencia 1senati tavmjdomarestan migeba 3საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დეპუტატებთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს, მილან შტეხს შეხვდა. მილან შტეხი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არაერთეხელაა ნამყოფი და მას განსაკუთრებულად თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვს ქართველი ხალხისადმი, რასაც შეხვედრაზეც მკაფიოდ გაესვა ხაზი. სენატის თავმჯდომარე დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ახალი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლით არ შეცვლილა საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულებები, რაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას გულისხმობს. მისი განცხადებით, ეს მისწრაფება არის არა ცალკეული პოლიტიკური ან პარტიული ლიდერის მისწრაფება, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი და ნება. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას. დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას სადამკვირვებლო მისიაში ჩეხეთის მონაწილეობის გამო.  დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ დემოკრატიის განვითარების გზაზე საჭიროა მეგობრების ჯანსაღი კრიტიკა და რჩევები. 

senati tavmjdomarestan migeba 5

parlamentis senatis tavmjdomarestan shexvedra preskomferencia 4საუბარი შეეხო ასევე ახალი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს. აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირება, საჯარო სამსახურის და შრომის კანონმდებლობის რეფორმირება - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელზეც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ინტენსურად მუშაობს. სენატის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და მილან შტეხმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. 

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 12:06
 
modules