| ბიუროს 2013 წლის 17 აპრილის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 17 აპრილის სხდომის დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 17 - 19 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი
განსახილველი საკითხები 1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/26, 16.01.2013) III მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით დგინდება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესი, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო რეციდივის შეთხვევაში უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება) 2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა (კანონპროექტით განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სასამართლოსათვის მიმართვა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით) _________________________________________________________________________ 3. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/78, 04.04.2013) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციურ სარჩელსა ან კონსტიტუციურ წარდგინებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა, სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს; წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ძალას დაკარგავს მისი მიღებიდან 31-ე კალენდარულ დღეს) ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ________________________________________________________________________ 4. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/79, 10.04.2013) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნაცვლად, გასცემს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე) ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ________________________________________________________________________ 5. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/48, 11.03.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)
(კანონპროექტით რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; კანონპროექტითვე განისაზღვრება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობად, ასევე რა შემთხვევაში ჩაითვლება დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მასობრივ დათხოვნად. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩაურევლობასა და დასაქმებულის დისკრიმინაციის დაუშვებლობას ამ გაერთიანების წევრობის გამო) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)
________________________________________________________________________ 6. საქართველოს კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/22, 29.11.2012) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტის შესაბამისად, იმიჯნება იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებები. ახლებურად ყალიბდება მთავარი პროკურორის მოადგილეების, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, თბილისის და საოლქო პროკურორებისა და სხვა ქვემდგომი პროკურორებისა და პროკურატურის მუშაკების თანამდებობაზე გამწესების საკითხები) 7. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილი ხდება გააპროტესტოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო, ასევე შესაძლებელი ხდება პროკურორის პროტესტით, რაიონული ან სააპელაციო სასამართლოების მიერ, გაუქმდეს ან შეიცვალოს როგორც რაიონული (საქალაქო), ისე სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე) 8. საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით უქმდება გამონაკლისი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების გაუქმებასთან მიმართებით) 9. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები ხდება საჯარო (მოქმედი რედაქციით - საჯაროა მხოლოდ სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილი) 10. საქართველოს კანონის პროექტი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის შესრულებაზე, აგრეთვე აღნიშნულ ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ზედამხედველობას, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, განახორციელებს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები) 11. საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველბას იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, განახორციელებს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები) 12. საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას გაუწევს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად) 13. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების დროს კანონის შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად) 14. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი პროექტით საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ წინადადება საქართველოს პარლამენტში შეაქვს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი წევრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მთავარ პროკურორს, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა) 15. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობისა და საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის დაკავების, დაპატიმრებისა ან ჩხრეკის შესახებ მოთხოვნაზე წარდგინებას განახორციელებს მთავარი პროკურორი, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა) 16. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში მისი დაკავების ან დაპატიმრებული სახალხო დამცველის განთავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვას განახორციელებს მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად) 17. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი პროექტით საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ წინადადება საქართველოს პარლამენტში შეაქვს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი წევრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მთავარ პროკურორს, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა) 18. საქართველოს კანონის პროექტი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ექსტრადიციის შესახებ კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს განიხილავს უფლებამოსილი სასამართლო, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის მინისტრის სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით. კანონპროექტით ხდება ასევე გადავადებულ ექსტრადიციის და დროებით გადაცემის, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებისა და მისი გასაჩივრების, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის წესების ახლებური რეგულირება) 19. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღებისათვის დაწესებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ გავრცელდება მხოლოდ მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე (მოქმედი ნორმით, აღნიშნული მოთხოვნა ასევე არ ვრცელდება იუსტიციის მინისტრზე). ________________________________________________________________________ 20. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/37, 07.02.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე) (კანონპროექტის თანახმად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად) 20.1. საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ალტერნატიული წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/37, 07.02.2013) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (მომხსენებელი - ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი) ________________________________________________________________________ 21. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/40, 26.02.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი)
(კანონპროექტით ცვლილება შედის იმ მუხლებში, რომლებიც ეხება ალბათობის მაღალი ხარისხის განმარტებას, განმეორებით დაკავების, ბრალის წარდგენისა და მსჯავრდების აკრძალვას, დაუშვებელ და ირიბ მტკიცებულებებს, დაცვის მხარის უფლებებს, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესს) ________________________________________________________________________ 22. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/54, 07.02.2013) I მოსმენა (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის ზედამხედველობის ორგანო – რეგენტთა საბჭო. საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა–გათავისუფლებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა დაწესებულების მიერ შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, შესყიდვებთან დაკავშრებული ფუნქციები – განათლებისა და მეცნიერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშრებული ფუნქციები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)
23. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის ფორმით შესაძლებელია განხორციელდეს ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კომპიუტერული პროგრამების, ლაბორატორიული რეაქტივების და ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა) 24. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა (კანონპროექტის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ დაწესებულების განვითარების ფონდის საქმიანობიდან მიღებული მოგება, ხოლო აღნიშნული დაწესებულებების ქონების გადასახადის წლიური ოდენობა განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1%–ით) _________________________________________________________________________ 25. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/47, 05.03.2013) I მოსმენა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა; მომხსენებელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ალექსანდრე ჩიტიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(კანონპროექტით გამარტივებული შესყიდვის გზით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტისა, შესაძლებელია დადგინდეს ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტითაც) (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)
|






