სხდომის ოქმი N26

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გაერთიანებული

სხდომის ოქმი

N26

4 აპრილი 2013 წელი

11. საათი

(სხდომათა დარბაზი N3 )

 

გაერთიანებული კომიტეტის სხდომას უძღვებოდა - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისა ომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი

გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ:

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - ირინე იმერლიშვილი და კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, დავით საყვარელიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ნინო გოგუაძე, ბიძინა გუჯაბიძე, მალხაზ ვახტანგიშვილი, შოთა მალაშხია, მარიამ ქაჯაია, ზურაბ ტყემალაძის ადგილმონაცვლე გოგი თოფაძე.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - ერეკლე ტრიპოლსკი და კომიტეტის წევრები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე და კომიტეტის წევრები

გაერთიანებულ სხდომაზე მოწვეულები: ელისო ჩაფიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი - საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, მასმედიის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

გაერთიანებული სხდომის დღის   წესრიგი(პროექტი)

  1. 1.საქართველოს კანონის პროექტის - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა (07-3/69,07.03.13)

/მომხსენებელი: ელისო ჩაფიძე/

 

გაერთიანებილი სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს კანონის პროექტის - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა (07-3/69,07.03.13)

 

მოისმინეს: ელისო ჩაფიძის მოხსენება, რომლის თანახმადაც წარმოდგენილი კანონპოექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოში მედია მდგომარეობის გაუმჯობესება. კანონპროექტით წარმოდგენილია სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კონკრეტული წინადადებები. კანონპროექტის მიღების დამატებით მიზეზს წარმოადგენს მედიის პოლიტიკური გავლენისაგან განთავისუფლება, რაც კანონპროექტის ავტორებს შეუძლებლად მიაჩნიათ მედია საშუალებების დაფინანსების გამჭვირვალობის სტანდარტების დამკვიდრების გარეშე. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის რეფორმირება.

       როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საქმიანობისათვის აუცილებელია მისი ძირეული რეფორმირება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სტატუსის განსაზღვრა პრინციპით „ერთი ქვეყანა - ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი“. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო მაუწყებელი. ამავდროულად, უნდა შემუშავდეს მისი გარდაქმნის ისეთი ფორმა, რომელიც გაითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესებს.

       არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რამდენად ხარვეზიანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოების შერჩევის წესი. კანდიდატთა წარდგენის პროცესში დაინტერესებული ჯგუფები ვერ მონაწილეობენ. კანონპროექტის წარმოდგენის მიზეზია სამეურვეო საბჭოს შექმნის პროცესში დაინტერესებული პირების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

         ამრიგად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია აღმოფხვრას არსებული ხარვეზები და გამოასწოროს მდგომარეობა ზემოთ ჩამოვლილ პრობლემებთან დაკავშირებით - აღიკვეთოს სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსების ბოროტად გამოყენება; მედია პლურალიზმის ხელშეწყობა; აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის გარდაქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლად და არსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემაში განსაკუთრებული სტატუსით მისი ჩართვა, ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების ისეთი სამართლებრივი მექანიმზების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების მაქსიმალურ ჩართვას პროცესში.

კანონპროექტის ცვლილებების არსი ასევე მდგომარეობს იმაში, რომ სამეურვეო საბჭო გახდეს უფრო ეფექტიანი, უნდა შეიცვალოს მისი ფორმირებისა და პასუხისმგებლობის წესები. სამეურვეო საბჭოს რაოდენობა მცირდება 9 წევრამდე. საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, შეარჩევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისათვის საგანგებოდ შექმნილი კომისია, რომელშიც შევლენ დარგის სპეციალისტები. კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე წარედგინება არანაკლებ სამი კანდიდატი. წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს 3 წევრს აირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, მეორე სამ წევრს – პარალმენტის დანარჩენი წევრები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთი წევრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დარჩენილ 2 კანდიდატს ირჩევს სახალხო დამცველი და ამ კანდიდატებს არ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

ელისო ჩაფიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს გადასცა მაუწყებლობის შესახებ კანონოპროექტის სამართლებრივი მიმოხილვა. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია გარდამავალ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე

       "შემოთავაზებული ცვლილებები აუმჯობესებს არსებულ კანონს, უზრუნველყოფს მეტ პლურალიზმსა და გამჭვირვალობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში.  ეს გაუმჯობესება გამოწვეულია დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს ფუნქციების, მიზნებისა და ამოცანების დახვეწით. ძალიან პოზიტიურია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება ახალი ვალდებულება, უზრუნველყოს თავისი ქსელში არსებული სხვა მაუწყებლების სიგნალის გადაცემა", – აღნიშნავს დუნია მიატოვიჩი თავის განცხადებაში, რომელიც ეუთო პრესსამსახურმა გაავრცელ.

 

         დუნია მიატოვიჩის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მთვარი ნაკლია გარდამავალი დებულებების ნაკლებობა, სანამ ახალი სამეურვე საბჭო იქნება დამტკიცებული. მისი თქმით, ეს უზრუნველყოფდა  საზოგადოებრივი მაუწყებლის გამართულ მუშაობას გარდამავალ პერიოდში. /მაუწყებლობის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით ეუთოს სამართლებრივი ანალიზი მოამზადა პროფესორმა, მედიასამართლის ექსპერტმა კეტრინ ნაიმან მეტკაფმა/. 

გაერთიანებულ სხდომაზე სხდომაზე კანონპროექტისმაუწყებლობის შესახებკანონში ცვლილების შეტანის შესახებგანხილვა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმცირესობა არ ეთანხმებოდა კანონპროექტით განსაზღვრული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესს და საბჭოში წერთა რაოდენობის შემცირებას. მათთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო მოქმედი სამეურვეო საბჭოს მთლიანი შემადგენლობის დათხოვნის საკითხი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ სამეურვეო საბჭო წლების განმავლობაში ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მისი დაკომპლექტება ახალი წესით უნდა მოხდეს, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობასაც უზრუნველყოფს. კანონპროექტის განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციათი კოალიციის წარმომადგენლები.

სხდომაზე აღინიშნა, რომ აჭარის ტელევიზიის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტია შემოსული, რომლის ინიციატორიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა.

კანონპროექტების ინიციატორები გამართული განხილვის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ პროექტებს შეაჯერებდნენ და   მოახდენდნენ პარლამენტში ახალი კანონპროექტის ინიცირებას. პარლამენტის წევრმა, ელისო ჩაფიძემ აღნიშნა, რომ ახალი პროექტის ინიცირების შემდეგ კანონპროექტის ავტორები მისი დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ

გაერთიანებული სხდომის ოქმს თან ერთვის სხდომის აუდიო ჩანაწერი

 

     კომიტეტის თავმჯდომარე                                          

 

 

           ირინე იმერლიშვილი

 

 

 

   კომიტეტის აპარატის                                    

           უფროსი

                                                                         მდინარა დოხნაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
modules