|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში გრძელდება |
|
Wednesday, 17 April 2013 12:43 |
|
გრძელდება ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი.
დილიდან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატაში. დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩეხეთის დეპუტატთა პალატის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის წევრებს, ვიცე-სპიკერ ლუბომირ ზაორალეკს და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იან ხვოიკას შეხვდა. შეხვედრაზე საქრთველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სხვადასხვა მიმართულები თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრაზე ჩეხმა დეპუტატებმა უაღრესად დადებითი შეფასება მისცეს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ფაქტს და ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის კოჰაბიტაციური პროცესების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ჩეხი პარლამენტარების განცხადებით, ჩეხეთის ხელისუფლება აღიარებს საქრთველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჩერს ჩვენი ხალხის სწრაფვას ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას. დეპუტატთა პალატის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით. პარლამენტის თავმჯდომარემ კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობის როლს გაუსვა ხაზი. დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგებს ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხეთის რესპუბლიკის მონაწილეობის გამო და მისიის უფლებების გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჩეხი დეპუტატები დაინტერესდნენ ახალი ხელისუფლების ხედვით რუსეთ-საქართველოს უირთიერთობების მიმართულებით. დავით უსუფაშვილის განცხადებით, რუსეთთან დიალოგის რამდენიმე ფორმატი არსებობს და საქართველო აპირებს ყველა ეს ფორმატი ეფექტურად გამოიყენოს, მათ შორის ჟენევის ფორმატი. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღმავების მნიშვნელობაზე, რომელიც უფრო აქტიურ ფაზაში სულ მალე გადავა. |
|
Last Updated on Thursday, 18 April 2013 10:55 |