|
პარლამენტის ბიუროს სხდომა |
|
ოთხშაბათი, 17 აპრილი 2013 12:49 |
|

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის 17 და 19 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი დაამტკიცეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ, რომელიც ბიუროს სხდომას უძღვებოდა, აღნიშნა, ამ დღეებში შედგა კომიტეტების სხდომები, რამაც ორშაბათს დამტკიცებულ დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა გამოიწვია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი გეგმავს უკვე მესამე მოსმენით განიხილოს კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის ახალი წესი დგინდება. ამ წესის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო საჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთნთქავს. სხვა კანონპროექტებთან ერთად, დღესვე იგეგმება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. საქართველოს შრომის კოდექსში და პროკურატურის შესახებ კანონსი შესატან ცვლილებათა პროექტზე მსჯელობას პარლამენტი 19 აპრილის პლენარულ სხდომაზე დაიწყებს. ბიურომ ორგანიზაციულ საკითხებზეც იმსჯელა. |
|
ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 12:03 |