დავით უსუფაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 10:33

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ინტენსიურ შეხვედრებს მართავს ჩეხეთის რესპუბლიკის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მორიგი შეხვედრა ამჯერად ნატოს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩეხეთის მუდმივი დელეგაციის წარმომადგენლებთან ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში გამართა, რომელიც კოლოვრატის სასახლეშია განთავსებული. 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. აღინიშნა, რომ ჩეხეთი ყველა დონეზე დაუჭერს მხარს საქართველოს ინტეგრირებას ევროპის დიდ ოჯახში. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჩეხ დეპუტატებს მხარდაჭერისა და ერთგული პარტნიორობისათვის და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ისინი საქართველოში მოიწვია.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 12:05
 
modules