დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩეხეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს და ქართველ სტუდენტებს შეხვდა
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 10:57

studentebtan shexvedra 2

საელჩოს შენობაში პარლამენტის თავმჯდომარე ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ჩეხეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები არიან. დავით უსუფაშვილმა თითოეულ მათგანს მოუსმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.studentebtan shexvedra 1

ახალგაზრდები ძირითადად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ. ქართველმა სტუდენტებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათთან შეხვედრის სურვილი ხელისუფლების წარმომადგენელმა გამოთქვა. როგორც ახალგაზრდებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში აპირებენ დაბრუნებას და დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების სამშობლოში რეალიზებას. დავით უსუფაშვილმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა შეხვედრისათვის, წარმატებები უსურვა მათ და აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება ევროპული განათლებით აღჭურვილი ახალგაზრდები. საელჩოში პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცელი ინტერვიუ მისცა ჩეხურ პერესის წარმომადგენლებს. დავით უსუფაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდება ადგილობრივ გაზეთებში; ,,ჰოსპოდარსკე ნოვინი,“ ,,ლიდოვე ნოვინიში“ და ,,მლადა ფრონტა დნეს“ უახლეს გამოცემებში.

studentebtan shexvedra 5

 

studentebtan shexvedra 4

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 12:09
 
modules