დავით უსუფაშვილი პრაღაში, რადიო თავისუფლებას ეწვია
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 11:25

IMG 4184

IMG 4190დავით უსუფაშვილი პრაღაში, რადიო თავისუფლებას ეწვია და სხვადასხვა რედაქციის თანამშრომლებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხანმოკლე შეხვედრის მიუხედავად, მათთვის საინტერესო ბევრ კითხვას უპასუხა.  

ვიდეო-ინტერვიუები ჩაიწერეს რადიო თავისუფლების რუსეთისა და უკრაინის ჟურნალისტებმა. დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტ სალომე ასათიანთან პირდაპირ რადიო-გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას ნახევარსაუკუნოვანი ტრადიცია გააჩნია და ამჟამად 20 ქვეყანაში 28 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის, 1953 წლის მარტიდან - ქართულად.

radio tavisufleba 2

radio tavisufleba 3 1radio tavisufleba 6radio tavisufleba 5

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 14:06
 
modules