|
“ევროპაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დიდი ინტერესით ელიან”, - აცხადებს თედო ჯაფარიძე |
|
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 16:19 |
|

“ევროპაში დიდია ინტერესი საქართველოსადმი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი. უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის პიროვნება, მისი პოლიტიკური შეხედულებები, სწორედ ამიტომ მომავალ კვირას მოუთმენლად ელიან ევროპის საბჭოში მის პირველ გამოსვლას და არა მხოლოდ იქ, ასევე დიდი ინტერესია ევროპარლამენტში, კერძოდ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მხრიდან”, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რომელმაც ევროპარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად 4 დღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. აღსანიშნავია, 21-24 აპრილს ქალაქ სტრასბურგში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი. პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე პრემიერის დელეგაციას შეუერთდებიან, თედო ჯაფარიძე - ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში. |
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 19 აპრილი 2013 14:29 |