იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
პარასკევი, 19 აპრილი 2013 14:29

iuridiuli1

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრის ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც კომიტეტს ინიციატორმა წარუდგინა. მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტს ცვლილებები არ განუცდია, სარედაქციო შენიშვნები არ გამოთქმულა და შესაბამისად კომიტეტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.
კომიტეტმა ასევე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ წარმოადგინა. კანონპროექტი ითვალისწინებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) გარდაქმნის უფლებამოსილების მინიჭებას.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 19 აპრილი 2013 17:07
 
modules