გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
პარასკევი, 19 აპრილი 2013 14:50

საპარლამენტო კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ცვლილების თანახმად, თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა გასცემს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - აჭარის სატყეო სააგენტო. რაც შეეხება მერქნული რესურსის ადგილწარმოშობის ცნობას, იგი გაიცემა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმის მიხედვით. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 19 აპრილი 2013 16:57
 
modules