| მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მიემგზავრება |
| პარასკევი, 19 აპრილი 2013 22:33 |
|
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 22-26 აპრილის საგაზაფხულო სესიას დაესწრება. აღსანიშნავია, რომ 23 აპრილს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, თედო ჯაფარიძის განცხადებით: "თავისთავად ყველა PACE-ს სესია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ხელი გიდევს ევროპის პოლიტიკურ კურსზე და იმ დინამიკაზე, რომლის თანამონაწილე საქართველოც გახლავთ. ეს საგაზაფხულო სესია კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასზე პირველად წარსდგება სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. აქ მისი გამოსვლისადმი მოლოდინი ძალიან დიდია ისევე, როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი, საქართველოს ახალი მთავრობის გატარებული რეფორმების და სამომავლო გეგმებისადმი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან და ევროპის საბჭოს წევრ სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებთან. "გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქართველოს პრემიერის პირველი გამოსვლაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე, ევროპელი კოლეგები მას დიდი ინტერესით ელიან. ასევე დიდია მოლოდინი პრემიერთან პირადი კონტაქტისა, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მოხდეს ამ კომუნიკაციის გამოყენება."-აცხადებს ვიქტორ დოლიძე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები არიან: |
| ბოლოს განახლდა სამშაბათი, 23 აპრილი 2013 12:26 |






