საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს
ორშაბათი, 22 აპრილი 2013 19:54

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ლატვიის პარლამენტის ვიცე სპიკერსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ლატვიის დელეგაციის ხელმძღვანელს, ინესა ლიბენე-ეგნერეს შეხვდნენ.
ლატვიელმა პოლიტიკოსმა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წევრია, ქართველ დეპუტატებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნებისმიერი პარტიის, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის, ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველოს დასახმარებლად. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია ინფორმაციის მუდმივი გაცვლა, რათა მხარეებს ჰქონდეს წარმოდგენა მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, 23 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 23 აპრილი 2013 12:22
 
modules