შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიცეკ სავიცკისთან
ორშაბათი, 22 აპრილი 2013 21:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროპის საბჭოში საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან თედო ჯაფარიძესთან და თინათინ ხიდაშელთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეკ სავიცკის და მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს მხრიდან ვალდებულებების შესრულების, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით განხორციელებული სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების კვალდაკვალ შესაძლებელია ქვეყანა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს და მონიტორინგის შემდეგ დიალოგის ფორმატში განაგრძოს საქმიანობა.

ამასთანავე შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის და მონიტორინგის აუცილებლობაზე. დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროპის საბჭო კიდევ უფრო მეტ მცდელობას განახორციელებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 23 აპრილი 2013 10:42
 
modules