|
საქართველოს პრემიერ- მინისტრი და იუსიტიციის მინისტრი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ევროპის საბჭოში შეხვედრებს მართავენ |
|
სამშაბათი, 23 აპრილი 2013 11:19 |
|

საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატებთან, თედო ჯაფარიძესთან, თინათინ ხიდაშელთან და ეკა ბესელიასთან ერთად ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ნილს მუჟნიეკს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ციხეში წამების გახმაურებულ საქმეებს შეეხო. დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კომისარს ციხის წამების საქმის გამოძიების შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ქვეყანაში რესტიტუციის პრობლემებზე და ევროპის საბჭოს ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაზე. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ განსაკუთრებული თხოვნით მიმართა კომისარს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის ეფექტური მექანიზმები ამოქმედდეს ჩვენი მოქალაქეების დასაცავად.
|
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 23 აპრილი 2013 12:19 |