პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა უცხოელ ექსპერტებთან
ოთხშაბათი, 24 აპრილი 2013 17:10
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპელ და ამერიკელ ექსპერტებსშეხვდა. შეხვედრა მარშალისა და ბოშის ფონდების მიერ იყო ორგანიზებული. დავით უსუფაშვილის შეფასებით, შეხვედრამ საინტერესო, საქმიან და ურთიერთსასარგებლო ვითარებაში ჩაიარა.
სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ცვლილებებით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით, დღეისათვის აქტუალური სხვა თემებით. ისინი ასევე დაინტერესდნენ პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნების საკითხით. პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ გაგრძელდება რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. დაგეგმილია ექსპერტების შეხვედრა როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციის წევრებთან.