|
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, კოლინ რობერტსთან |
|
ოთხშაბათი, 24 აპრილი 2013 19:22 |
|

დიდი ბრიტანეთი საქართველოს კიდევ ერთხელ უდასტურებს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ამის შესახებ ითქვა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან კოლინ რობერტსთან. შეხვედრაზე, რომელიც ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, სტუმარი დაინტერესდა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით, საკანონმდებლო საქმიანობით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით. შეხვედრას ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დევიდ მორანი.
|
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 24 აპრილი 2013 19:26 |