|
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 83-ე სემინარი |
| ბეჭდვა | |
|
ორშაბათი, 29 აპრილი 2013 09:00 |
|

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით, 29 აპრილიდან 1 მაისამდე ქ. თბილისში „როუზ-როს“-ის რიგით 83-ე სემინარი ჩატარდება. სემინარის თემაა: „სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები“. „როუზ-როს“-ის თემატური სემინარები 1990 წლიდან იმართება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. აღნიშნული სემინარის თავდაპირველი მიზანი ამ სახელმწიფოებში დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და რეფორმების მხარდაჭერა იყო; რაც გულისხმობს მათ შორის სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების გამყარებასა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის გაძლიერებას. თუმცა, დროთა განმავლობაში სემინარის თემატიკამ ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს იგი სხვა საკითხებთან ერთად ევროატლანტიკურ სივრცეში და ამ სივრცის ფარგლებს გარეთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს. „როუზ-როს“-ის სემინარის რიგით 83-ე სემინარის ძირითადი განსახილველი თემები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამხეთ კავკასია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდირება, საქართველოში დაგეგმილი რეფორმების პროგრამა, აქტუალური რეგიონალური საკითხები და სხვა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელაგაციები, ასევე ასოცირებული წევრის სტატუსის მქონე ქვეყნების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ს ე მ ი ნ ა რ ი ს პ რ ო გ რ ა მ ა >>>
მონაწილეთა სია >>>
|
|
ბოლოს განახლდა ორშაბათი, 29 აპრილი 2013 11:59 |