| ბიუროს 2013 წლის 30 აპრილის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 30 აპრილის სხდომის დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 1- 2 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი
განსახილველი საკითხები
1. საქართველოს კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/22, 29.11.2012) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტის შესაბამისად, იმიჯნება იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებები. ახლებურად ყალიბდება მთავარი პროკურორის მოადგილეების, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, თბილისის და საოლქო პროკურორებისა და სხვა ქვემდგომი პროკურორებისა და პროკურატურის მუშაკების თანამდებობაზე გამწესების საკითხები) 2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილი ხდება გააპროტესტოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო, ასევე შესაძლებელი ხდება პროკურორის პროტესტით, რაიონული ან სააპელაციო სასამართლოების მიერ, გაუქმდეს ან შეიცვალოს როგორც რაიონული (საქალაქო), ისე სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე) 3. საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით უქმდება გამონაკლისი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების გაუქმებასთან მიმართებით) 4. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები ხდება საჯარო (მოქმედი რედაქციით - საჯაროა მხოლოდ სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილი) 5. საქართველოს კანონის პროექტი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის შესრულებაზე, აგრეთვე აღნიშნულ ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ზედამხედველობას, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, განახორციელებს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები) 6. საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველბას იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, განახორციელებს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები) 7. საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას გაუწევს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად) 8. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების დროს კანონის შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად) 9. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი პროექტით საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ წინადადება საქართველოს პარლამენტში შეაქვს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი წევრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მთავარ პროკურორს, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა) 10. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობისა და საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის დაკავების, დაპატიმრებისა ან ჩხრეკის შესახებ მოთხოვნაზე წარდგინებას განახორციელებს მთავარი პროკურორი, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა) 11. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში მისი დაკავების ან დაპატიმრებული სახალხო დამცველის განთავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვას განახორციელებს მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრის ნაცვლად) 12. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი პროექტით საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ წინადადება საქართველოს პარლამენტში შეაქვს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი წევრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მთავარ პროკურორს, ნაცვლად იუსტიციის მინისტრისა) 13. საქართველოს კანონის პროექტი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ექსტრადიციის შესახებ კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს განიხილავს უფლებამოსილი სასამართლო, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის მინისტრის სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით. კანონპროექტით ხდება ასევე გადავადებულ ექსტრადიციის და დროებით გადაცემის, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებისა და მისი გასაჩივრების, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის წესების ახლებური რეგულირება) 14. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (კანონპროექტით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღებისათვის დაწესებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ გავრცელდება მხოლოდ მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე (მოქმედი ნორმით, აღნიშნული მოთხოვნა ასევე არ ვრცელდება იუსტიციის მინისტრზე). ___________________________________________________________________________ 15. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/49, 21.03.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინოს განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია, ხოლო წელიწადში ერთხელ სახელმწიფო შესყიდვების გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მოხსენება) ___________________________________________________________________________ 16. საქართველოს კანონის პროექტი „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/50, 21.03.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნდობის ჯგუფს წარუდგენს განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ინფორმაციას) ___________________________________________________________________________ 17. საქართველოს კანონის პროექტი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/35, 07.02.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობას. ასეთ შემთხვევებში სპეციალურ თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობა განკარგულებით) 18. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარღვევით შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელი აქვს შეფარდებული) 19. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა – ჯარიმა 400 ლარის ოდენობით უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დადგენილი წესის დარღვევით შესვლისათვის. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები) ___________________________________________________________________________ 20. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზურაბ პატარიძის ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე) ___________________________________________________________________________ 21. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თეიმურაზ შარაშენიძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე) ___________________________________________________________________________ 22. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ირაკლი კოპლატაძის თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) ___________________________________________________________________________ 23. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ხათუნა სალუქვაძის ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) ___________________________________________________________________________ 24. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „კონსტანტინე კორკელიას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) ___________________________________________________________________________ 25. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/62, 22.02.13) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით დარჩიაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებებს თავდაცვის სფეროში ემატება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცება, ასევე ზუსტდება იმ სამართლებრივი აქტების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება თავდაცვის ორგანიზაცია) ___________________________________________________________________________
|






