| საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარის მოადგილის, პეტრე ცისკარიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრის, კლაუს ბრანდერის შეხვედრა |
| ორშაბათი, 29 აპრილი 2013 19:30 |
|
საქართველოში მიმდინარე ცვლილებების თაობაზე საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებით და ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესში მათი ჩართულობით დაინტერესდა საქართველოში ვიზიტად მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი კლაუს ბრანდერი საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარის მოადგილის პეტრე ცისკარიშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე. პეტრე ცისკარიშვილი გერმანელ სტუმარს ესაუბრა საკანონმდებლო საქმიანობაში ოპოზიციის წვლილზე და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობა მზადაა საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობისათვის, თუმცა მისივე თქმით, ეს ვერ ხერხდება განსხვავებული შეხედულებების გამო ბევრ პრინციპულ საკითხთან მიმართებაში, როგორიცაა ეკონომიკის განვითარება, ქვეყნის დემოკრატიზაცია, საგარეო კურსი. |
| ბოლოს განახლდა სამშაბათი, 30 აპრილი 2013 11:05 |






