| სხდომის ოქმი #15 |
|
saqarTvelos parlamentis agrarul sakiTxTa komiteti
oqmi #15 2013 წლის 17 აპრილი სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) /სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან ერთად/ სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი, ი. შერვაშიძე, ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: ლ. ქარდავა. სხდომას არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: პ. ცისკარიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: თ. შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ზ. ტყემალაძე - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ნ. ებანოიძე - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. ჟორჟოლიანი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები და მათი აპარატის წარმომადგენლები. დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის წევრების: ერეკლე ტრიპოლსკისა და გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტი - „სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ“ (07-3/73; 27.03.2013). /მომხსენებელი: გ. ჟორჟოლიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი/. I. მოისმინეს: გ. ჟორჟოლიანის ინფორმაცია საქართველოს ორგანული კანონის პროექტის - ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტის - „სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა სოფლის მოსახლეობას არ ანიჭებს შესაძლებლობას დადოს გარიგებები, შეიძინოს უფლებები და მოვალეობები და მიიღოს შემოსავლები, აირჩიოს მართვის ორგანოები და თავად იზრუნოს სოფლის პრობლემების მოგვარებაზე. ყოველივე ეს არსებითად აფერხებს, როგორც სოფლის განვითარებას, ისე მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობაზე დამყარებული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას. სოფლის გასაძლიერებლად, აუცილებელია შეიქმნას სოფლის მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და რეალიზების ქმედითი საკანონმდებლო გარანტიები. საქართველოს მთავრობა გეგმავს მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელებას, რომლის საფუძველზე საქართველოში ჩამოყალიბდება ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედითი და დემოკრატიული სისტემა. ამ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის დამყარება და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნის განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმად განიხილება სოფლებში საზოგადოებრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის დანერგვა. წარმოდგენილი კანონპროექტით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეძლევა უფლება საზოგადოებრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით გადასცეს მას ცალკეული უფლებამოსილებები და დაამტკიცოს საზოგადოებრივ თვითმმართველობასთან დადებული ხელშეკრულებები. ამავდროულად, კანონპროექტით გათვალისწინებულია ორგანულ კანონში ახალი 585-ე მუხლის დამატება, რომლითაც განისაზღვრება სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის ცნება და სტატუსი. „სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონის პროექტის თანახმად, სოფლებში საზოგადოებრივი თვითმმართველობის დანერგვის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობაზე დამყარებული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, სოფლის გაძლიერებასა და განვითარებას, სოფლის მოსახლეობის ინტერესების დაცვასა და რეალიზებას. /კანონპროექტების სრული ტექსტი ოქმს თან ერთვის/. აზრი გამოთქვეს:
სხდომის დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების განხილვის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღვინიაშვილმა, გააკეთა განცხადება 2012 წლის 19 ივლისს კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის თაობაზე. მან ამომრჩევლების სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის, თუმცა გურჯაანის მაგალითზე აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი დარჩა კომპენსაციების გარეშე, კომისიამ ზოგ ადგილას არასწორად იმუშავა და თანხები არასამართლიანად გაანაწილა. მან ითხოვა, მეტი დაინტერესება იყოს საქართველოს მთავრობისგან, რათა აღნიშნული ფაქტები იქნას სათანადოდ შესწავლილი და გამოძიებული. გიორგი ღვინიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას დაეთანხმნენ პარლამენტის წევრები და საჭიროდ ჩათვალეს დასმული საკითხების შესწავლა. გა გადაწყვიტეს: კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: ერეკლე ტრიპოლსკისა და გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს - ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტს - „სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. /კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის/.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






