სხდომის ოქმი #16

 

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #16

 

2013 წლის 18 აპრილი

სხდომ თავმჯდომარე:     გიგლა აგულაშვილი  (კომიტეტის თავმჯდომარე)          

/სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად/

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,  გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, დ. ლორთქიფანიძე - (ადგილმონაცვლე - ზ. ზვიადაური), თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი, ი. შერვაშიძე - (ადგილმონაცვლე - გ. ფეიქრიშვილი), რ. ხალვაში.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვ. ლემონჯავა, ლ. ქარდავა, ვ. ჩიტაშვილი,  პ. ცისკარიშვილი.

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, . ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  დ. შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გ. მიშელაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გ. ცაგარეიშვილი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, ამავე კომიტეტის წევრები და აპარატის წარმომადგენლები.

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/55; 27.03.2013).

/მომხსენებელი: დ. შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის  მინისტრის პირველი მოადგილე/. 

                 მოისმინეს:

დ. შერვაშიძის ინფორმაცია „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მან აღნიშნა, რომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების დროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მათ მიერ, წარდგენილი იქნება საქართველოს სოფლის მურნეობის სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც იგეგმება სოფლის მეურნეობის გავითარების პროგრამის წარდგენა, რომლის ერთ-ერთი შემადგენილი ნაწილი იქნება „ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების პროექტი უნდა შეიცავდეს წინასწარ დაგეგმილ დეტალურ ინფორმაციას შესასრულებელი სამუშაოების ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს გარკვეულ დროს და შეეხება: ნიადაგების სრულყოფილ გამოკვლევებს, ეროზიის საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებებს, სტიქიური მოვლენებისგან დაცვას, განმეორებით დაჭაობებას, დამლაშებას და ა.შ. კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობის მიღება ეთხოვათ სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა განხორციელდეს „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილება და მოხდეს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების - „ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ - გამოცემისთვის განსაზღვრული ვადის გადაწევა 2014 წლის 1 მარტამდე (ნაცვლად 2013 წლის 1 იანვრისა).

              აზრი გამოთქვეს:
   
1.                          1.  გ. გაჩეჩილაძე: მაინტერესებს: ვინ უნდა განახორციელოს ეს პროგრამა? რაიონებში თქვენს მიერ შექმნილმა საკონსულტაციო ცენტრებმა უნდა განახორციელონ? (ამას ცალკე ჭირდება შესწავლა, როგორ და რა პრინციპით მოხდა
                                მათი დაკომპლექტება).

 
2. დ. შერვაშიძე: საკონსულტაციო სამსახურებთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია დაწვრილებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მათ ამ პროგრამაში ექნებათ მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქციები, ხოლო პროგრამის განხორციელების პროცესში არ იქნებიან ჩართულნი. მონაწილეობას მიიღებენ, როგორც კერძო სექტორის, ისე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, რადგან სამეცნიერო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.

 3.  გ. გაჩეჩილაძე: ჩემი თხოვნა იქნება, თქვენს საიტზე გამოაქვეყნეთ, რაიონების მიხედვით, ვინ შეარჩიეს საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებად, ვინაობა, პროფესიონალიზმი. სრული ინფორმაცია მათ შესახებ, ასევე, სრული ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შექმნილ საკონსულტაციო სამსახურის თაობაზე.

                     4.    დ შერვაშიძე: ეს ინფორმაცია დროდადრო იტვირთებოდა ჩვენს საიტზე. სამინისტროსთან არსებული ცენტრი ჯერ არ დაგვიკოპლექტებია, რაიონული საკონსულტაციო ცენტრებია დაკომპლექტებული.

                            5.    გ. აგულაშვილი: მინდა გამოვთქვა მზადყოფნა ამ საკითხებთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრებიც არ იქნებიან წინააღმდეგნი, რომ ეს ინფორმაცია გამჭვირვალე იყოს. ამიტომ მზად ვარ, ჩავერთო ამ პროცესებში.
                   მხარს ვუჭერ თქვენს მოთხოვნას. მე, როგორც ვიცი, იტვირთებოდა მონაცემები საიტზე და თუ არ არის, უზრუნველყავით, დაიდოს სრულყოფილი ინფორმაცია ამის თაობაზე.

                           6.   თ.  მაისურაძე: როგორც დოკუმენტიდან ჩანს, უნდა მომზადდეს პროგრამა მინისტრის ბრძანებით, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას. მანამდე ნიადაგების სრული შესწავლა უნდა მ

                  მოხდეს.    საინტერესოა, ვინ განახორციელებს ამას, ვინ აფინანსებს?

                         7.   დ. შერვაშიძე: მე მოგახსენეთ, რომ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა მეცნიერი, რომელიც ამ სფეროშია კომპეტენტური და მათი პრეროგატივაა შეიმუშაონ ძირითადი მიმართულებები.

                 ეს ჯგუფი მუშაობს სამუშაო გეგმაზე. ბიუჯეტში არსებობს  თანხები ასიგნებების ფარგლებში.

                         8.     გ. გოზალიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია ნიადაგის ნაყოფიერების დადგენა. ამას ერთი პერიოდი აკეთებდა სახელმწიფო, შემდეგ გარკვეული პერიოდი - კერძო სტრუქტურა. მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს სახელმწიფო  ორგანიზაცია.

                         9.    გ. აგულაშვილი: ვეთანხმები გია გაჩეჩილაძეს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სამსახური, რომელმაც ის სტარტეგია, რაც სახელმწიფოს გააჩნია, უნდა განახორციელოს სოფლის მეურნეობის სფეროში. თუმცა, მაქვს უკმარისობის განცდა. ხსენებული საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლების ცოდნის დონე უნდა ამაღლდეს. მათ თვითონ ჭირდებათ ტრენინგები და სწავლება, რომ გააჩნდეთ ცოდნის გადაცემის შესაძლებლობა ფერმერებისათვის. დღეს ასეთ რამეს ვერ ვხედავ. ამიტომ, ველოდები სამინისტროსგან, რაიმე პროგრამა შეიმუშავოთ მათი ცოდნის ასამაღლებლად. ნიადაგის დაცვაზე მინდა გითხრათ, რომ დაუმუშავებლობის გამო, ბევრი სახნავ-სათესი ფართობის ნაყოფიერება ეცემა. მე ვნახე რაიონებში არა მარტო წვრილი ფერმერების, ინვესტორების მიერ შეძენილი დიდი ფართობები, რომლებიც დაუმუშავებელია. შესაძლებელია შეძენა ხდება იმისათვის, რომ აღარ დამუშავდეს და არ შეიქმნას კონკურენტუნარიანი ბაზარი. კითხვაც აქედან გამომდინარეა: ხომ არ უნდა ჩავდოთ პირობები, რომელიც გარანტირებულად აიძულებს ინვესტორს, დაამუშაოს მიწა, ანუ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩადოს ეს ქონება, და მეორე, კი არ გამოფიტოს მიწა, არამედ იზრუნოს მის დაცვაზე.

                             10.     დ.   შერვაშიძე: რატომაც არა, ჩვენი პოზიციაა, როდესაც ესა თუ ის იურიდიული პირი, თუ ინდივიადუალი ყიდულობს, ან იჯარის წესით იღებს მიწას, ზრდა თუ არა, ნიადაგის ნაყოფიერება მაინც იქნას შენარჩუნებული.

 11.   გ. აგულაშვილი: ვთხოვ, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ფიზიკური პირი იქნება, თუ უწყება, ვისაც აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიწის ნაყოფიერი ფენა გაიყიდა, მოგვაწოდოს ინფორმაცია. კომიტეტი დაინტერესდება ამ საკითხით, დეტალურად შეისწავლის მას და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს შესაბამის ზომებს. მეორე: მიწის სავარგულების კატეგორიების შეცვლის თემა. ბოლო პერიოდში გახშირებული სკანდალები მოსახლეობასა და ინვესტორებს შორის პირდაპირ უკავშირდება ამას. ჩინოვნიკების მიერ ხდებოდა  საძოვრებისთვის კატეგორიის შეცვლის სქემის გამოყენება, ისე, რომ სოფელი არ იყო ინფორმირებული. ამიტომ, ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ბედი აგრარულ სექტორში, ვთხოვ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს, ითანამშრომლოს ჩვენთან.  კომიტეტი მზადაა, მაქსიმალური გააკეთოს იმისთვის, რომ ასეთი დარღვევები აღმოიფხვრას და მოსახლეობის ინტერესები დაცული იყოს.

                             12.   გ. გოზალიშვილი: მე მაინტერესებს საკითხები საძოვრებთან დაკავშირებით. 2010 წლის მარტში პარლამენტმა მიიღო კანონი, რითაც თვითმმართველობას წაერთვა საძოვრები. დღევანდელი მდგომარეობით, ყველა მუნიციპალიტეტი დაინტერესებულია, რომ სოფელს შევუნაჩუნოთ საძოვარი. ამიტომ, ჩვენი კომიტეტი, იქნებ, შევიდეს წინადადებით, რომ საძოვრები დავუბრუნოთ თვითმმართველობებს.

 13. გ. აგულაშვილი: ბატონო გია, ძალიან კარგია, ამ ინიციატივით, რომ გამოდიხართ. მხარს გიჭერთ და თქვენს შეშფოთებას ვუერთდებით. პარლამენტში გვაქვს რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტები. შევქმნათ ჯგუფი, დავუკავშირდეთ მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს. დღეს, ამ სფეროში უამრავი გადაუჭრელი საკითხია. შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები, მთავრობასთან გავმართოთ კონსულტაციები და წარმოვადგინოთ შესაბამისი კანონპროექტი.  

                გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                                   . აგულაშვილი

           

სხდომის მდივანი:                                                                             . ქიტიაშვილი