|
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების ერთობლივი სხდომა |
|
Tuesday, 30 April 2013 18:21 |
|
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალმა ფრაქციებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, "ნაციონალური მოძრაობა-რეგიონები“ და "ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარების“ ერთობლივ სხდომაზე სხვადასხვა ქვეყანაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების რანგში წარდგენილ კანდიდატებთან გამართეს შეხვედრა. ზურაბ პატარიძემ, რომელიც წარდგენილია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ყაზახეთის რესპუბლიკაში; თეიმურაზ შარაშენიძემ - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; ირაკლი კოპლატაძემ - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თურქეთის რესპუბლიკაში; ხათუნა სალუქვაძემ - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლიტვის რესპუბლიკაში და კონსტანტინე კორკელიამ, რომელიც წარდგენილია საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ევროპის საბჭოსთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრებს გააცნეს თავიანთი ხედვა და გეგმები სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე უპასუხეს მათ კითხვებს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ელჩობის კანდიდატებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
|
|
Last Updated on Tuesday, 30 April 2013 20:09 |