| იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| სამშაბათი, 30 აპრილი 2013 19:54 |
|
საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებზე იმსჯელეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. საქმე ეხება კანონპროექტებს "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, "საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 'საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლებიც პარლამენტმა 2013 წლის 5 აპრილს მიიღო და ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცა. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 12:58 |






