|
საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, გურამ ოდიშარიასთან |
|
სამშაბათი, 30 აპრილი 2013 20:29 |
|
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საპარლამენტო უმცირესობის წინაშე მოხსენებით წარსდგა და მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია როცა მინისტრი არ იწყებს მისი წინამორბედის კრიტიკას და ცდილობს გააგრძელოს ის ტრადიცია და რეფორმები, რაც წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო. შეხვედრაზე მინისტრმა ისეთი საკითხები განიხილა, როგორიცაა რეგიონების კულტურული განვითარება და ის სავალალო ვითარება, რაც ამ სფეროში არსებობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროა შეიქმნას კულტურის ახალი კერები, კინო-თეატრები, სახელოვნებო სკოლები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შემდგომი წარმატების ხელშეწყობა. გურამ ოდიშარიამ ყურადღება კულტურის ძეგლთა დაცვაზეც გაამახვილა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
უმცირესობაში შემავალი ფრაქციის წევრებმა მინისტრს კითხვები დაუსვეს ნიჭიერი ახალგაზრდების დაფინანსებასთან, კულტურის ძეგლთა რესტავრაციასთან და მუზეუმებთან დაკავშირებით, რაზეც მინისტრის მხრიდან ამომწურავი პასუხები მიიღეს. გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები კულტურის სფეროში მიმდინარე და განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით. გურამ ოდიშარიამ უმრავლესობის ფრაქციის წევრებს მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 12:31 |