| ბიუროს 2013 წლის 1 მაისის სხდომის დღის წესრიგი |
|
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 1 მაისის სხდომის დღის წესრიგი
სხდომების დღის წესრიგი
განსახილველი საკითხები
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (2013 წლის 5 აპრილი #519-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა (მომხსენებელი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე) 2. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (2013 წლის 5 აპრილი #520-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა 3. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (2013 წლის 5 აპრილი #521-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა 4. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (2013 წლის 5 აპრილი #522-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა _________________________________________________________________________ 5. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (2013 წლის 5 აპრილი #529-IIს) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) განხილვა (მომხსენებელი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე) _________________________________________________________________________ 6. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზურაბ პატარიძის ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე) _________________________________________________________________________ 7. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თეიმურაზ შარაშენიძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე) _________________________________________________________________________ 8. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ირაკლი კოპლატაძის თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) _________________________________________________________________________ 9. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ხათუნა სალუქვაძის ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) _________________________________________________________________________ 10. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „კონსტანტინე კორკელიას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) _________________________________________________________________________ 11. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების (N07-1/41, 27.03.2013) რატიფიცირების თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე) _________________________________________________________________________ 12. საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/51, 21.03.2013) II მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე) (კანონპროექტით რეგულირდება კონკურსის წესით დასანიშნ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესი და ვადა, ასევე ზუსტდება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის ვადა; კანონპროექტითვე განისაზღვრება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელების წესი) _________________________________________________________________________ 13. საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(#07-3/63, 22.02.13) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით განისაზღვრება ტერმინი „აბრა“, რომელიც არის ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა განთავსებული იურიდიული ან ფიზიკური პირის ობიექტზე და რომელიც ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს ევალება მისი ქართულ ენაზე გადმოცემა) 14. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა (კანონპროექტის თანახმად დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აბრის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის) _________________________________________________________________________ 15. საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/44, 17.01.2013) II მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (კანონპროექტით დგინდება შეზღუდვა აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) რეკლამასა და სამაუწყებლო რეკლამაზე, ასევე განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა აღნიშნულის დარღვევისათვის) 16. საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სამაუწყებლო ან სხვა სახით რეკლამირება) 17. საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სამაუწყებლო ან სხვა სახით რეკლამირება) _________________________________________________________________________ 18. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/49, 21.03.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინოს განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია, ხოლო წელიწადში ერთხელ სახელმწიფო შესყიდვების გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მოხსენება) _________________________________________________________________________ 19. საქართველოს კანონის პროექტი „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/50, 21.03.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი) (წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნდობის ჯგუფს წარუდგენს განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ინფორმაციას) _________________________________________________________________________ 20. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/62, 22.02.13) I მოსმენა (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით დარჩიაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებებს თავდაცვის სფეროში ემატება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცება, ასევე ზუსტდება იმ სამართლებრივი აქტების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება თავდაცვის ორგანიზაცია) _________________________________________________________________________ 21. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/76, 28.03.2013) I მოსმენა (საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ხათუნა გოგორიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი) (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის თანახმად, ფრაქციებს, რომლებიც გაერთიანებული არიან უმრავლესობაში ან უმცირესობაში უფლება აქვთ პლენარულ სხდომებზე რეგლამენტით განსაზღვრული გამოსვლების დრო დაუთმონ უმრავლესობაში ან უმცირესობაში გაერთიანებულ სხვა ფრაქციებს) _________________________________________________________________________ 22. საქართველოს კანონის პროექტი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/35, 07.02.2013) I მოსმენა (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე) (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობას. ასეთ შემთხვევებში სპეციალურ თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობა განკარგულებით) 23. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (კანონპროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარღვევით შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელი აქვს შეფარდებული) 24. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა – ჯარიმა 400 ლარის ოდენობით უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დადგენილი წესის დარღვევით შესვლისათვის. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები) _________________________________________________________________________
|






