სხდომის ოქმი #1

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის

პირველი საორგანიზაციო სხდომის

ოქმი N1

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      22 ოქტომბერი, 2012წ.

 

 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი.

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; ზურა ზვიადაური; გიორგი თოფაძე; ვალერი გელაშვილი; იოსებ ჯაჭვლიანი; გიორგი მელაძე; გიორგი ხაჩიძე; კობა სუბელიანი; კახა ბუცხრიკიძე.  

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე,  კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები. 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით. 

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 

1.კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველი მოადგილის) არჩევა.

2.სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დებულების შემუშავება.

          (მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი)  

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

   1მოისმინეს  ლერი ხაბელოვის ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილეების არჩევის შესახებ. მან აღნიშნა, რომ იყენებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39- მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებულ უფლებას თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების შესახებ და ამ თანამდებობაზე წარმოადგინა  შოთა ხაბარელი.

      აღინიშნა აგრეთვე, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დასახელდა იოსებ ჯაჭვლიანი.

        გამოიყენა რა კანონით მინიჭებული უფლება, საპარლამენტო უმცირესობამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კომიტეტისადმი წერილობითი მომართვით (N01/15, 21.10.2012) წარმოადგინა გიორგი მელაძის კანდიდატურა.

კომიტეტის მიერ სხვა კანდიდატურები არ დასახელებულა.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

   1  .კომიტეტმა ღია კენჭისყრით კომიტეტის თავმჯდომარის პირველ  მოადგილედ ერთხმად აირჩია შოთა ხაბარელი.


  2.  კომიტეტმა ღია კენჭისყრით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად ერთხმად აირჩიაიოსებ ჯაჭვლიანი და გიორგი მელაძე.
            

  2.  მოისმინეს კომიტეტის თავმჯდომარის  ინფორმაცია   კომიტეტის დებულების შემუშავების შესახებ. მომხსენებელმა ზოგადად დაახასიათა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული საკითხები და გააცნო კომიტეტის წევრებს კომიტეტის დებულების პროექტი. 

                გაიმართა მსჯელობა რომელშიც მონაწილეობდა კომიტეტის მთელი შემადგენლობა, გამოითქვა მოსაზრებები.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

          მოწონებულ იქნეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დებულების პროექტი და დასამტკიცებლად წარედგინოს პარლამენტის ბიუროს.

 

 

 

   სხდომის თავმჯდომარე                                                                ლერი  ხაბელოვი

 

 

კომიტეტის აპარატის უფროსი                                                                             გიორგი მახათაძე