სხდომის ოქმი #3

           საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის  სხდომის 

ოქმი #3         

                                                                                                    9  ნოემბერი  2012 .

                         

                                                                                                                    16:00 საათი

 

                                                             საქართველოს პარლამენტის დარბაზი  N5

  

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; ზურაბ ზვიადაური; გიორგი თოფაძე; თინათინ ხიდაშელი; ვალერი გელაშვილი; იოსებ ჯაჭვლიანი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

დავით ებრალიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით. 

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 

,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ განხილვა.

   /მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე/ 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. 

ლერი ხაბელოვი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და ,,ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის“ განხილვას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს

წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს დავით ებრალიძის მოხსენება:

მომხსენებელის ინფორმაციით, მთავრობას საპარლამეტო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების და ახალი ხელისუფლების მთავრობის წევრების დანიშვნის შემდეგ, საკმაოდ მცირე დრო ჰქონდა იმისათვის, რომ დეტალურად გაეანალიზებინა და გადაემუშავებინა კანონპროექი და მასში ყველა ის ინიციატივა აესახა, რაც წარმოდგენილია ახალი მთავრობის პროგრამაში - „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის.         

თუმცა, გადაიხედა სამინისტროების ბიუჯეტები, ასევე შემცირდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, შეიცვალა საგადასახდო პოლიტიკაც და შესაძლებელი გახდა 740 მლნ. ლარის რესურსის მოძიება. მოძიებული რესურსი გადანაწილდა მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებაზე, მათ შორის: საარსებო მინიმუმამდე გაიზრდება საპენსიო პაკეტის ფულადი კომპონენტი, გაორმაგდება სოციალური დახმარებები და გაიზრდება პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა, ეტაპობრივად გაიზრდება სამედიცინო დაზღვევის ბენეფიციართა რაოდენობა, და საბოლოოდ, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა, კიდევ უფრო გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება და შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ მილიარდიანი ფონდი.

2013 წლის საბიუჯეტო პროექტის მთავარი სიახლე არის ის, რომ მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური უზრუნველყოფის მუხლი, რისთვისაც დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარი გამოიყოფა. მთავრობის პრიორიტეტები იქნება პენსიების ზრდა, საყოველთაო დაზღვევა, განათლების სფერო, სოფლის მეურნეობა. თუმცა, სოციალური ხარჯების ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები.

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების და ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ასიგნებები მცირდება 12 მლნ. ლარით და შეადგენს 47 მლნ. ლარს, მათ შორის: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა - 2,895.0 მლნ. ლარი; სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები - 29,640.0 მლნ. ლარი; სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები 3,465.0 მლნ. ლარი; ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები - 11,000.0 მლნ. ლარი.

დავით ებრალიძემ განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება ხალხზე ზრუნვის ბიუჯეტი და იმ დაპირებების შესრულება, რომლებიცქართულმა ოცნებამწინასაარჩევნოდ გასცა. 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: 

ლერი ხაბელოვის ინფორმაციით, მიმდინარე სხდომას ძირითადად ესწრებოდნენ  მაჟორიტარი დეპუტატები, რომელთა მხრიდანაც წინასაარჩევნოდ ბევრი დაპირება გაიცა და დაინტერესდა: თუ როგორ შეასრულებს ამ დაპირებებს მთავრობა და როდის? 

დავით ებრალიძემ  განმარტა რომ მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება ხალხზე ზრუნვის ბიუჯეტი და აუცილებელია იმ დაპირებების შესრულება რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ გასცა. მაგრამ ამ ეტაპზე ბიუჯეტი დაუხვეწავია და როდესაც შემოვა ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, იქ ყველა დაპირება რეალურად იქნება ასახული. 

ლერი ხაბელოვი დაინტერესდა თუ რამ გამოიწვია 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ასიგნებების წინა წელთან შედარებით 12 მლნ. ლარით (20 %) კლება? 

დავით ებრალიძემ განმარტა, რომ ამ საკითხზე საჭიროა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან  თანამშრომლობა, რათა მათი მხრიდან წამოვიდეს კონკრეტული პროგრამების დაფინანსების მოთხოვნები, აგრეთვე პრიორიტეტული მიმართულებები და მათი დამუშევების შემდგომ, შესაძლებელია, რომ ეს ციფრიც შეიცვალოს. 

შოთა ხაბარელმა აღნიშნა, რომ სპორტის ისედაც მწირი დაფინანსების ფონზე, 12 მილიონიანი კლება დაუშვებელია და აუცილებლად საჭიროებს გადახედვას. 

ლერი ხაბელოვმა მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ კენჭისყრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე ,, საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“. 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, ვინაიდან იგი ჩათვალა არასაკმარისად მომზადებულად და მიზანშეწონილად მიიჩნია იგი დაუბრუნდეს საქართველოს მთავრობას, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტში გათვალისწინების მიზნით. 

ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.

 

 

  

 კომიტეტის თავმჯდომარე                                                      ლერი ხაბელოვი

  

კომიტეტის აპარატის უფროსი                                                გიორგი მახათაძე

 
modules