სხდომის ოქმი #5

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის  სხდომის 

ოქმი #5

         

                                                                                                    6  დეკემბერი  2012 .

                        

                                                                                                                                      12:00 საათი

 

                                                              საქართველოს პარლამენტის დარბაზი  N4

 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; ზურაბ ზვიადაური; გიორგი თოფაძე; თამაზ შიოშვილი; თინათინ ხიდაშელი; ვალერი გელაშვილი; იოსებ ჯაჭვლიანი; გიორგი მელაძე;  გიორგი ხაჩიძე;  კობა სუბელიანი;  კახა ბუცხრიკიძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

დავით ებრალიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 12 წევრის დასწრებით. 

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 

,,საქართველოს 2012  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  შესახებ“  საქართველოს კანონში  ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა

/მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე/ 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

ლერი ხაბელოვი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განხილვას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს.

წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს დავით ებრალიძის მოხსენება:

მომხსენებელის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა იძულებულია 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს, რათა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგები დეკემბერში ხელფასების გარეშე არ დარჩნენ. დეფიციტი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ასიგნებები მიიმართა სხვა პროგრამების დასაფინანსებლად, რის შედეგედაც ამ ეტაპზე განათლების სამინისტროს არ აქვს საკმარისი რესურსი საჯარო სკოლების მასწავლებელთა დეკემბრის ხელფასების ასანაზრაურებლად. ამას გარდა, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით განხორციელდება სხვა დეფიციტური პროგრამების დაფინანსება. ბიუჯეტში ასევე გამოინახა თავისუფალი რესურსებიც, რომლებიც მთავრობის მიერ განმოცხადებული პრიორიტეტების, მათ შორის სოფლის მეურნეობის დაფინანსებისკენ წელსვე მიიმართება.

ლერი ხაბელოვმა მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ კენჭისყრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა,  ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, დამსწრე წევრების უმრავლესობით, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის გატანას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

 ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.

 

 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                                      ლერი ხაბელოვი

 

 

კომიტეტის აპარატის უფროსი                                                გიორგი მახათაძე

 
modules