| სხდომის ოქმი #11 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი #11
25 მარტი 2013 წ.
13:00 საათი
საქართველოს პარლამენტის დარბაზი N308 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; ზურაბ ზვიადაური; თამაზ შიოშვილი; ვალერი გელაშვილი; იოსებ ჯაჭვლიანი; რევაზ შავლოხაშვილი; გიორგი ხაჩიძე; გიორგი ფეიქრიშვილი; კახა ბუცხრიკიძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: რატი ბრეგაძე - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (07-2/28, 16.01.13) განხილვა. (III მოსმენა) /მომხსენებელი: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. ლერი ხაბელოვი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტის ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მესამე მოსმენით განხილვას, რაც ითვალისწინებდა კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს რატი ბრეგაძის მოხსენება: მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას, მესამე მოსმენით მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ გააცნო ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. მომხსენებლმა განაცხადა, რომ ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მიხედვით იცვლება თავად კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, ზუსტდება თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ახალგაზრდული კავშირის საქმიანობა. ასევე აღნიშნული პუნქტიდან ამოღებულ უნდა იქნეს შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია მოთხოვნასთან, რომ ახალგაზრდული კავშირის წევრთა არანაკლებ 2/3-ისა აუცილებლად უნდა იყვნენ 26 წლამდე ასაკის, საერთო ინტერესის მქონე, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაერთიანებული მოქალაქეები. გარდა ამისა ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრი ფაქტიურად ფორმალური სახით არსებობდა, მასში შეყვანილი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში უკვე აღარ ფუნქციონირებდნენ. ამავე დროს, პროექტის თანახმად კანონს უნდა დაემატოს მე-151 მუხლი, რომლის მიხედვითაც ბავშვთა და ახალგაზრდულმა კავშირებმა, რომლებიც ამ მუხლის ამოქმედებამდე ირიცხებოდნენ ბავშთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში და გრანტის სახით მიღებული ჰქონდათ ფინანსური მხარდაჭერა, ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს ფინანსური ანგარიში სახელმწიფოსაგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ. ლერი ხაბელოვმა მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ კენჭისყრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის გატანას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად. ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.
კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი
კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე |






