|
პარლამენტის ბიუროს სხდომა |
|
Wednesday, 01 May 2013 12:11 |
|
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა, ბიუროს გადაწყვეტილებით, რამდენიმე კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვით შეუდგება მუშაობას. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე უძღვებოდა, 1-2 მაისის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხები დააზუსტეს. სხდომების დღის წესრიგში პრეზიდენტის ვეტოს და განსახილველი კანონპროექტების გარდა, შეტანილია რამდენიმე ელჩის დანიშვნის საკითხიც. პარლამენტი ამ დღეებში ასევე გეგმავს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას.
პარლამენტის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ბიუროს წევრების ყურადღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განვითარებულ მოვლენებს მიაპყრო და პარლამენტს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. აკაკი ბობოხიძემ განცხადება გააკეთა ასევე ამ დღეებში ხონში, პარლამენტის წევრის ბიუროს ოფისში მოქალაქეთა შეჭრის თაობაზე და პარლამენტის ხელმძღვანელობას ამ ფაქტზე რეაგირების თხოვნით მიმართა. თუმცა, აკაკი ბობოხიძემ იქვე დასძინა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში პოლიციამ ადეკვატურად იმოქმედა. მანანა კობახიძემ აღნიშნული ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ პარლამენტის წევრის ბიუროს ოფისში შეჭრა კანონდარღვევაა. |
|
Last Updated on Wednesday, 01 May 2013 12:53 |